”მილანი” ”ბარსელონასთან” ესპანელი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის თაობაზე, შეთანხმებას აპირებს.
იტალიური კლუბი მზადაა კრკიჩში 5 მილიონი ევრო გადაიხადოს, იტყობინება El Mundo Deportivo. აღსანიშნავია ისიც, რომ ”ბარსელონასა” და ”მილანის” ამჟამინდელ ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ბოიანის პოტენციურ მყიდველს (ამ შემთხვევაში ”მილანს”) 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
მიმდინარე სეზონში ბოიანმა სერია ა-ს 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3-ჯერ მეტოქის კარის აღებაც შეძლო.



