23 წლის ენრიკე “ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში გადმოვიდა “პალმეირასიდან”. ამის შემდეგ ის იჯარის წესით იყო განათხოვრებული ლევერკუზენის “ბაიერში”, აქედან კი მან “რასინგში’ გადაინაცვლა, სადაც ასევე იჯარის წესით თამაშობდა. კლუბის შემადგენლობაში მან 22 თამაში ჩაატარა (აქედან 21-ში სრული 90 წუთი დაჰყო მინდორზე), მის ანგარიშზე არის გოლიც. სეზონი კი მარჯვენა მუხლის ტრავმით დაასრულა.
ამჟამად, ენრიკეს მომავალი გარკვეულია, ის 2010/11 წლის სეზონზე “რასინგში” დარჩება. ბლაუგრანას წარმომადგენლის თქმით, “ბარსელონა” და “რასინგი” არ შეთანხმებულან ფეხბურთელის გამოსყიდვის შესახებ.
barcamania.com