კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველისათვის, ჩავი ერნანდესისთვის ლა ლიგის ტიტული თავის პროფესიონალურ კარიერაში 24-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით მან მადრიდის “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს ლეგენდარულ ფრანსისკო ხენტოს გაასწრო.
ახლა ჩავის აქტივში 7 ესპანეთის ჩემპიონის ტიტული აქვს. ეს კლუბის რეკორდიცაა. მან კლუბის ყოფილ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლასაც გაასწრო, რომელსაც ფეხბურთელის რანგში ლა ლიგა 6-ჯერ აქვს მოგებული (3-ჯერ კი მწვრთნელის რანგში).
ამის გარდა 33 წლის ფეხბურთელის აქტივში ესპანეთის თასის ორი ტიტული, ორი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და ორი ევროპის ჩემპიონატია.
ჩავის ანგარიშზე 2012/2013 წლების პრიმერა დივიზიონში 27 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.



