”ბარსელონა” აგრძელებს მადრიდის ”ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში დღევანდელ სესიაზე პირველი გუნდის მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იყო, ასევე ”ჟუვენილ ა”-ს მოთამაშე სერხი სამპერი.
მთავარი სიახლე ერიკ აბიდალის გამოჩენა იყო. ფრანგი ფეხბურთელი ბოლო დღეებში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, დღეს კი ხავიერ მასკერანოს მსგავსად სავარჯიშოების ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა.
პედრო და ვალდესი სრული დატვირთვით
პედრო და ვალდესი დღეს ასევე სრულად იხარჯებოდნენ თანაგუნდელებთან ერთად, ორივე მოთამაშეს ექიმებმა თამაშის ფლება გუშინ მისცეს. კვირას გასამართი შეხვედრის წინ ბოლო ვარჯიშს გუნდი ხვალ გამართავს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=aYVGlaj1yLM]




