workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი ფეხბურთის პატარა ლეგენდა !

დიდი ფეხბურთის პატარა ლეგენდა !

დიდი ფეხბურთის პატარა ლეგენდა !
ლეო მესი კატალონიისა და ზოგადად ფეხბურთის ლეგენდა, რომელმაც 25 წლის ასაკში სტაჟიან ფეხბურთელებზე ბევრს მიაღწია. პოპულარობა, რეკორდები, ახალი გამოწვევები, ოჯახი, დატვირთული სეზონი, ტრავმა. ამ ყველაფერმა არგენტილის ცხოვრებაში ერთად იჩინა თავი. ისიც ისეთივეა, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი და მასაც აქვს ცუდი პერიოდები კარიერაში. თუმცა ის სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ არაამქვეყნიური ნიჭით არის დაჯილდოებული.


25 წლის არგენტილი ახალგაზრდა, რომელიც ამ ასაკში ოთხჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. გაიტანა რა ერთ სეზონში 91 გოლი. დაამხო ათასობით რეკორდი ისეთი ლეგენდებისა, როგორებიც არიან მარადონა, პელე, მიულერი… მისი პროფესიონალიზმი უცხო არავისთვის არ არის ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრს აღარ ვისაუბრებ.


ქველმოქმედი, კეთილი პიროვნება, თავმდაბალი.უბრალოდ არვიცი რა სიტყვებით შევაქო… დიდებული . სწორედ ასეთია ეს ფეხბურთელი. აღარ ვისაუბრებ მის პირად მიღწევებზე, რადგან ყველამ კარგად იცის შევეცდები ფარდა ავხადო ამ მიღწევების მიზეზს. მას ბავშვობაში მძიმე ცხოვრება ჰქონდა, გადაიტანა სიმაღლის პრობლემები. ის, რომ დღეს ის არის რაც არის ”ბარსელონას” დამსახურებაა… სწორედ მათ იზრუნეს პატარა ლეოს ჯანმრთელობაზე. აი ის ლეო, რომელიც დაცინვის ობიექტი ხშირად ყოფილა და დღემდეა 4 გზის ოქროს ბურთის მფლობელია. ტაში მეგობრებო ! თანამედროვე ფეხბურთის მაგალითი, უცხოპლანეტელი, რწყილი, არაჩვეულებრივი პიროვნება და ფეხბურთის ღმერთი. და მაინც ის ჩემთვის არ კი არა ვერ ნიშნავს იმდენს რამდენსაც ჩავი, პუიოლი, ინიესტა, კასილასი, ზიდანი, რაული… არვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ როცა არგენტილი კარიერას დაასრულებს მეტად დაფასებული გახდება. მოგვენატრება მისი თამაში, მაგრამ მათ უფრო მოენატრებათ ვინც არ დააფასა. გავა დრო და დღეს დაბრმავებული გულშემატკივარი სინანულით გაიხსენებენ მის თამაშს და ინანებენ, რომ არ ტკბებოდნენ თავის დროზე მისი თამაშით და ვერ დააფასეს.


[media=http://www.youtube.com/watch?v=F4m6z6iFH7w]

ლეგენდების აზრი მარადონასა და ლეოზე :

დი სტეფანო: ” მარადონა მესის შურით არასდროს უყურებს.”

მარადონა: ”მესი თავისი თამაშით ყველას აღფრთოვანებულს ტოვებს. მან ბრწყინვალედ ითამაშა ბანგლადესშში, მიუხენში და სხვა ადგილებში, როდესაც 2008 წელს კრისტიანო რონალდომ აიღო ოქროს ბურთი, მე ლეოს ვუთხარი : ”ეს არის ბოლო, როდესაც მე შენ გაძლევ უფლებას იყო მეორე მსოფლიოში!”

სამუელ ეტო: ” ის სასწაულებს აკეტებს, ახალი მარადონაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გვაიძულებს ვიოცნებოთ.”

საკი: ” მარადონა გუნდის მამოძრავებელი ძალა იყო, მესი კი მისი გამგრძელებელია.”

ბიანკი: ” ვფიქრობ მესი მარადონაზე და პელეზე უკეთესია”.

რომარიო: ” მესიმ ჯერ მე და მარადონას გვაჯობოს და შემდეგ პელეს”.

კოპოლა: ” ამ დროისთვის მესი საუკეთესოა, მაგრამ მარადონა უნიკალური იყო! ”.

პელე: ” ლეო უბრალოდ არ ჩერდება, ის გოლების მანქანაა. ყოველთვის ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. მისი შედეგიანობა უბრალოდ დაუჯერებელია. ბევრ ლეგენდას სჭირდება 6-7 სეზონი იმედი გოლის გასატანად, რამდენსაც მესი ერთ კალენდარულ წელიწადში იტანს. ”

ტიერი ანრი: ” მესი უბრალოდ არაადამიანია. მისი შესაძლებლობები განუსაზღვრელია. ამჟამად იგი უდაოდ საუკეთესოა”.

პეპი: ” ჩემი ”ბარსელონაში” მოსვლისას ერთი მიზანი დავისახე. მესი საუკეთესო უნდა გამეხადა, ამასობაში კი მან საუკეთესო მწვრთნელი გამხადა. ლეო ყველასგან გამორჩეულია, უბრალოდ საუკეთესოა.”

ვენგერი: ” ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი? ლიონელ ანდრეს მესი ! ”.

კიჭა: “მესი თუ რონალდო? მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვაღიარებ მადრიდული კლუბის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მაინც მესის მივანიჭებ უპირატესობას. ყველას გვაოცებს თავისი საოცარი დრიბლინგითა და ტანის მოძრაობებით. ლეო უბრალოდ გენიოსია.”

ჩავი: ” ლეო ნამდვილად არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.”

 


დიდი ფეხბურთის პატარა ლეგენდა და გენიოსი, უბრალოდ არგენტინელი ლიონელ ანდრეს მესი ! უკვე დიდი ფეხბურთელი და ამავდროულად დიდი პიროვნება…
 
                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=Xu1kqqCuyGo]

  
[media=http://www.youtube.com/watch?v=dZ8Gatghcxo] 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=ITfkNesiFAY] 

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©

გმადლობთ ყურადღებისათვის !  
ჯერემი რენერი  

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward