კატალონიური კლუბის კაპიტანმა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა იგი “როსონერის” რიგებს შეუერთდეს.
მოგეხსენებათ, 35 წლის ვეტერანი მცველი მიმდინარე სეზონს არეულად ატარებს. ამის მიზეზი, მარტის თვეში მიღებული დაზიანებაა. “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ, დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ მისი კლუბი ზაფხულში “ბარსელონას” ცენტრალური მცველის გადაბირებას ეცდება.
“ეს სხვა არაფერია, თუ არა ჭორი, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი გააჩნია. ახლა მე ყურადღება ტრავმის მკურანლობაზე მაქვს გადატანილი, რადგან მომდევნო სეზონს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდე”-წერს გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი, საკუთარ ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.



