workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” რეინას მიმართ ინტერესს არ იჩენს

“ბარსელონა” რეინას მიმართ ინტერესს არ იჩენს

კატალონიის “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი არ არის დაინტერესებული ინგლისური “ლივერპულის” ესპანელი მეკარით საუბარია პეპე რეინაზე. ამ ფაქტზე განცხადება უკვე გააკეთა “ბარსელონას” ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. იტყობინება, ესპანური პრესა. 

“რეინა? ჩვენ უკვე გვყავ ხოსე მანუელ პინტო და ხოსე კოსტა.” – განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ კლუბის ძირითადმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რომელიც 2014 წელს იწურება. მიუხედავად ამისა კლუბში ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ესპანელი ფეხბურთელი საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. ამ ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ტიტო ვილანოვას კლუბის გაძლიერება სამი ფეხბურთელით სურს ამ სიასი კი მეკარე არ არის. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward