კატალონიურმა გრანდის ხელმძღვანელობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ აპირებს ოთხი ფეხბურთელის შეძენას. ერთ-ერთი ფეხბურთელის პოზიცია იყო მეკარე, მეორეს – ცენტრალური მცველი, მესამე ნეიმარი და მეოთხის პოიზიცია დაზუსტებული არ იყო. სავარაუდოდ ეს იქნებოდა ან ფლანგის მცველი ან ცენტრალური თავდამსხმელი. ამ ამბავის გაგებისთანავე, ესპანური და ინგლისური პრესის წარმომადგენლებმა ”ბარსელონას” ამჟამად ”სიტის” თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დაუკავშირეს.

ვინ არის კუნ აგუერო? 24 წლის მზრუნველი მამა, უკვე გამოცდილი ფეხბურთელი (მის აქტივში 9 პროფესიონალური სეზონია. პირველი ოფიციალური მატჩი 15 წლისამ ჩაატარა), რომელიც ”მანჩესტერ სიტის” ღირსებას უკვე მეორე სეზონია იცავს. მისი სატრანსფერო ფასი ჯერ ზუსტად არ დასახელებულა, მაგრამ არამგონია ”სიტის” მფლობელმა შეიხებმა მარტივად დათმონ ეს უძლიერესი ფეხბურთელი. აგუეროს უამრავი დადებითი მხარე აქვს და მათ ჩამოთვლას ძალიან დიდხანს მოვუნდებით, თუმცა აუცილებლად არის აღსანიშნავი აგუეროს ის ორი თვისება, რომელიც ”ბარსელონას” თავდამსხმელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და ამჟამინდელ ”ბლაუგრანაში” ამ თვისებებით მხოლოდ მესი დაიტრაბახებას. სერხიოს შეუძლია ”ცხრიანის” პოზიციაზე თამაში, ასე რომ მას აქვს ძალიან კარგი გოლის ალღო და რაც მთავარია, შეიძლება მისი ნდობა გადამწყვეტ მომენტში. ეს მან შარშანაც დაამტკიცა, სეზონის უკანასკნელ მატჩში სადაც წყდებოდა ”სიტის” ჩემპიონობა. მან უკანასკნელ წუთზე გაიტანა გოლი და მანჩესტერულ კლუბს ნანატრი საჩემპიონო ტიტული მოუპოვა. აგუეროს ეს თვისება მან წელსაც დაამტკიცა, სადაც მანჩესტერულ დერბიში ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. არის სწრაფი, ტექნიკური, ჭკვიანი. მართალია ფიზიკურად არ არის ძლიერი, მაგრამ ამ ნაკლს იგი სწორი აზროვნებით და თამაშის ”წაკითხვით” ასწორებს.
მოკლედ, კუნ აგუეროს დადებით მხარეებზე ლაპარაკი, როგორც ზემოთ ვახსენე, უსასრულოდ შეიძლება. ჩემი აზრით, იგი იდეალური ვარიანტია თუ ”ბარსელონამ” ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გაუმჯობესებაზე დაიწყო ფიქრი. წარმოიდგინეთ, თუ ეს ტრანსფერი შედგა კატალონიური გრანდის წინა ხაზი: ნეიმარი, მესი და აგუერო. არამგონია, რომელიმე კულე იყოს არგენტინელი ბომბარდირის წინააღმდეგი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=szSOH-iN82g]
[media=http://www.youtube.com/watch?v=N0CZXR2u7qo]
[media=http://www.youtube.com/watch?v=n0zFb7HVJfE]
“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი I)
”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი II)
”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი III)
სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი