როგორ უნდა გახდე “ბარსელონას” მსგავსად წარმატებული და რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო?
წარმატების განსაზღვრება მრავალმხრივია, გამომდინარე იქედან, რომ ყველა თავისებურად აღიქვამს მას. მიბაძო “ბარსას” ეს ნიშნავს იყო წარმატებული, იშრომო ძალიან ბევრი. გადალახო ხელისშემშლელი ბარიერები. არ დაეცე სულიერად. საკუთარ თავს მუდამ შემოუძახო და უთხრა, რომ თუ რაიმე დღეს არ გამოვიდა, ხვალ აუცილებლად გამოვა.

იყო წარმატებული, ადვილიცაა და რთულიც. თუმცა წარმატების მიღწევაზე მეტად მნიშვნელოვანი, მისი შენარჩუნებაა. იყო წარმატებული გუნდი უნდა იყოს შრომისმოყვარე, უნდა გყავდეს სულიერად ძლიერი ფეხბურთელები. წარმატების მისაღწევად პიროვნულ სიძლიერეს დიდი მნიშვნელობა აქვს. არ უნდა იყო მერყევი. ჯანსაღი აზროვნებით და ობიექტური მიდგომით ყოველთვის უნდა ცდილობდე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას,მოედანზე უნდა გაგაჩნდეს ქცევის წესები. ძლიერი პიროვნება ყოველთვის მეტად ადაპტირებადია ცვლილებების მიმართ, რაც საშუალებას აძლევს მას წინ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადადგას. მე მიჭირს გამოყოფა, მაგრამ ასეთი მართლაც, რომ მესია. სამუშაო გარემოს ისე მოერგო, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=p0U1AYy7Fzs]
მოკლედ, წარმატებისკენ მისწრაფება “ბარსელონას” მთავარი მიზანია! გინდა დაემსგავსო “ბარსელონას” მაშინ უნდა გააკეთო იგივე, მაგრამ ცოტა რთულია, რადგან ჩვენ თუ გვინდა იგივე გუნდი შენარჩუნდეს ამისთვის საჭიროა ქარიზმატული მწვრთნელი. ”ბარსელონას” ამაოდ სანახავი მწვრთნელი ჯერ მოაზროვნე იყო, ვიდრე მეოცნებე გახდებოდა. სერ ბობი რობსონი, რომელიც “კამპ ნოუს” წლების განმავლობაში მართავდა, ასე იხსენებს გუარდიოლას: “მე მომწონდა პეპი. ის დიდი მოთამაშე იყო. მას ესმოდა თამაში და შეეძლო საკუთარი თავის მართვა. ზოგიერთ ფეხბურთელს იმდენად აქვს დახშული ხედვა, რომ საკუთარი თავის გარდა, ვერაფერს ამჩნევს. მათთან თქვენ არანაირი შანსი არ გაქვთ, ისინი მეტ-ნაკლებად მგრძნობიარე დისკუსიაში ჩაითრიოთ. პეპი სულ სხვაა. მას ყველაფერში თავისი განსაკუთრებული სტილი აქვს”. ალბერტ “ჩაპი” ფერერი, ”ბარსელონას” ყოფილი მარჯვენა მცველი, გუარდიოლასა და მისი გუნდის წარმატების ფორმულას ისევ და ისევ მწვრთნელის განსაკუთრებულ თვისებებში ხედავს: “მოთამაშე გუარდიოლა ყოველთვის რეალურად იყო ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მენეჯერები ყოველთვის უსმენდნენ მას და ყოველთვის ითვალისწინებდნენ მის მოსაზრებებს. იგი დამაჯერებლად გადმოსცემდა თავის მოსაზრებებს, რომლებზეც გამჭრიახი სათამაშო გეგმა იგებოდა ხოლმე. გუარდიოლას არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი მოედანზე; ამასთან, ძალიან სწრაფად აზროვნებდა. როდესაც იგი ბურთს მიიღებდა, მან იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ბურთთან ერთად და ყოველთვის რამდენიმე არჩევანი ჰქონდა. ის სტილი, რა სტილითაც დღეს ბარსელონა თამაშობს, პეპის სტილია, მისი არსია”.

წავიდა და წაიღო ის რაც ჯერ კიდევ მის წასვლამდე ამოუხსნელი იყო. როგორც ამბობენ: ”გენიოსი ვერ გახდები, გენიოსად უნდა დაიბად ეს ბუნების მიერ ბოძებული ნიჭია, რომლითაც მხოლოდ ერთეულები, გამორჩეულები ჯილდოვდებიან. შემდეგ კი, ამ ნიჭის წყალობით ისინი საკუთარ კვალს ტოვებენ ისტორიაში, მერე კი კვდებიან, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები. გენიოსობა რთულია, რადგან შენ იმთავითვე განსხვავებული ხარ ამ სამყაროს დანარჩენი მცხოვრებლებისგან. აი შემთხვევა , როდესაც გენიოსი ხარ და ხდები ლეგენდა უკვე საქმე სხვაგვარადაა. იმიტომ, რომ ლეგენდა ყოველთვის უკვდავია. ასეთი იყო ჩვენი ბოსი.

“ჯენტლმენებო დილა მშვიდობისა. წარმოიდგინეთ, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. თქვენთან ერთად, მე ეს კლუბი მიყვარს და არასდროს მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ კლუბს ზიანს მიაყენებს. რასაც ვაკეთებ, ყველაფერი დამყარებულია “ბარსელონას” სიყვარულზე. მე მინდა და მჭირდება სიმშვიდე და დისციპლინა.”
“გუნდმა უკვე გაიარა ის პერიოდი, როდესაც ყველა პროფესიონალი არ იყო. დროა გავიდეთ და დავდოთ ყველაფერი. მე ამ კლუბის ნაწილი წლების მანძილზე ვიყავი და არ მინდა ის შეცდომები გავიმეორო, რაც ადრე დავუშვი. მე დავიცავ მის ღირსებას სიკვდილამდე, მაგრამ მე ვიქნები მომთხოვნი, ყველას მიმართ, ასევე საკუთარი თავის.”
“მე მხოლოდ ამას გთხოვთ. მე არ გავბრაზდები თუ თქვენ ვერ მოიგებთ, მაგრამ 100%-ით დაიხარჯებით. ვპატიობ ყველა შეცდომას, მაგრამ მე მოვითხოვ წარმოდგენას. ეს არის კლუბი და ჯენტლმენებო მხოლოდ ამას მოვითხოვ. თქვენ უნდა დადოთ ყველაფერი.” – ეს მისი პირველი სიტყვებია გასახდელში. ტაქტიკოსი და მოტივატორი, რომლის წასვლის შემდეგაც დღეს ზუსტად 1 წელი გავიდა.
მან ”ბარსელონაში” ჩაატარა 242 მატჩი. აქედან მოგება 175, ფრე 46, წაგება 21.
გაიტანეს 618 გოლი, მიიღეს 178. მოგება 72% …
სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.
უბრალოდ სანპედორელი ლეგენდა რომლის გულშიც ”ბარსელონა” ყოველთვის იქნება , ხოლო ჩვენთვის გულშემატკივრისათვის პეპი, რომელსაც დრო და ვერანაირი ტაქტიკოსი ვერ შეცვლის !
[media=http://www.youtube.com/watch?v=TJvIgSNOKpo]
წარმატების განსაზღვრება მრავალმხრივია, გამომდინარე იქედან, რომ ყველა თავისებურად აღიქვამს მას.
[media=http://www.youtube.com/watch?v=txADpuoI8cQ]
სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ჯერემი რენერი