”ბარსელონა” მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 100 მილიონი ევრო გამოყოს, იტყობინება El Mundo Deportivo.
ამ თანხის ნახევარს თავად კლუბის ხელმძღვანელობა გამოყოფს, ხოლო დანარჩენ 50 მილიონს კატალონიელები ფეხბურთელების გაყიდვების შედეგად მიიღებენ. სავარაუდოდ კლუბს წელს დატოვებენ დავიდ ვილია, ალექსის სანჩესი, ვიქტორ ვალდესი და კიდევ სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ამა თუ იმ კლუბში არენდით თამაშობენ.
აქამდე იყო ცნობილი, რომ ”ბარსელონა” ოთხი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს. ესენი არიან: ახალი მეკარე, ცენტრალური მცველი და ”სანტოსის” თავდამსხმელი ნეიმარი. მეოთხე ფეხბურთელის პოზიცია ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი. ეს იქნება ან ფლანგის მცველი, ან ცენტრალური თავდამსხმელი.


