”ბეტისთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო სავარჯიშო სესიაზე ერიკ აბიდალს და სერხიო ბუსკეტს ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს. ორივე მათგანი ლეო მესის მსგავსად სრული დატვირთვით ვარჯიშობდა თანაგუნდელებთან ერთად. პედრო როდრიგესი კი განცალკევებით იტვირთებოდა.
პედრო დღევანდელ შეხვედრაში არ ითამაშებს. მას რამდენიმე დღეა მუცლის პრობლემები აწუხებს. სხვადასხვა დაზიანებების გამო ”ბეტისთან” შეხვედრაში არ ითამაშებენ პუიოლი, მასკერანო და ვალდესი.
პირველი გუნდის წევრებთან ერთად ვარჯიშობდნენ ოიერი და დეულოფეუ. მას შემდეგ, რაც გუშინ მადრიდის ”რეალმა” გაიმარჯვა ”ბარსელონას” დღეს ჩემპიონობის შანსი არ აქვს. ”ბეტისთან” გამარჯვების შემთხვევაში კატალონიურ კლუბს ჩემპიონობის განაღდებისთვის კიდევ 2 ქულა სჭირდება.
