workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როისი: “არ მინდა, რომ ჰუმელსი “ბარსელონაში” გადავიდეს”

როისი: “არ მინდა, რომ ჰუმელსი “ბარსელონაში” გადავიდეს”

 “დორტმუნდის” ფეხბურთელმა და მატს ჰუმელსის თანაგუნდელმა, მარკო როისმა კომენტარი გააკეთა ჰუმელსის შესაძლო გადაბარგებაზე კატალონიურ კლუბში. როის უკვე ძალიან აშფოთებს მისი კლუბის მდგომარეობა, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ მარიო გიოტცე მომავალი სეზონიდან “ბაიერნის” ფეხბურთელი იქნება და ასევე მიდის საუბარი პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზეც კლუბიდან, რომლითაც ინტერესს ამჟამად მადრიდის “რეალი” გამოხატავს.

 გერმანელ ფეხბურთელს ძალიან აშფოთებს ეს ყველაფერი და ასევე აცხადებს, რომ ძალიან არ სურს მატს ჰუმელსის გუნდიდან წასვლა და სურს, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა კონტრაქტი კლუბში ბოლომდე ამოწურონ. “ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ეს კლუბი ჩვენთვის ყველაფერია, აქ თავს ისევე კარგად ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. აქ აბსოლიტურად ყველაფრით კმაყოფილები ვართ”. – აცხადებს როისი.

 როგორც მოგეხსენებათ “ბარსელონას” დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემებია, ხოლო ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებენ კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და ვიცე პრეზიდენტი, ხოსე მარია ბართომეუ, რომლებიც ამჟამად ძალიან არიან დაინტერესებულნი 24 წლის მცველით და ზაფხულში ეცდებიან მის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში გადმოყვანას. მატსის თანამემამულე, მარკო როისი მის თანაგუნდელს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აფასებს და თვლის, რომ მომავლში გაცილებით დიდი ფეხბურთელი იქნება ჰუმელსი. “უახლოს წლებში ვფიქრობ, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესო იქნება, მიუხედავად ასაკისა იგი ძალიან გამოცდილია. მატსი დაცვიდან შეტევაში ბრწყინვალედ ერთვება, იგი თავისი ბრწყინვალე გადაცემებითაც გამოირჩევა და არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ისიც, რომ მას ადვილად შეუძლია მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა. ეს ყოველივე ჰუმელს სრულყოფილ მოთამაშედ აქცევს”. – დაასრულა მარკო როისმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward