workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტრამაჩონიმ დაადასტურა, რომ “ინტერი” აკვირდება “ბარსელონას” ფეხბურთელებს

სტრამაჩონიმ დაადასტურა, რომ “ინტერი” აკვირდება “ბარსელონას” ფეხბურთელებს

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ დაადასტურა, რომ კლუბის სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო ბარსელონაში და მადრიდში ვიზიტით იმყოფებოდა, სპეციალისტი ამბობს, რომ მას იმედი აქვს სეზონის შემდგომ მისი გუნდი ესპანური გრანდების ფეხბურთელებით შეივსება. 

“დიახ, ვფიქრობ ასეც იქნება. ჩვენი ფანები განცვიფრებულნი არიან ჩვენი სეზონის დასკვნითი ნაწილით. მაგრამ ისინი მშვიდად უნდა იყვნენ რადგან ზაფხულში “ინტერში” ახალი ფეხბურთელები მოვლენ. ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობა ამჟამად მოლაპარაკებებს ისეთი კლუბის ფეხბურთელებთან მართავს, რომლებიც “რეალში” და “ბარსელონაში” თამაშობენ.” – განაცხადა სტრამაჩონიმ. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად “ინტერს” ალექსის სანჩესის, მარტინ მონტოიას და მარკ ბარტრას შეძენა სურდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward