workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ და ბუსკეტსმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს

მესიმ და ბუსკეტსმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს

 

შაბათს დილით ”ბარსელონას” პირველმა გუნდმა ”სიუტატ ესპორტივაზე” ივარჯიშა. ლეო მესი და სერხიო ბუსკეტსი, რომლებიც ბოლო დღეებში ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ თანაგუნდელებთან ერთად იტვირთებოდნენ. ასევე 100 პროცენტით იხარჯებოდა ერიკ აბიდალი.

ამავდროულად მეკარე ვიქტორ ვალდესი განცალკევებით ვარჯიშობდა, მას მარცხენა ფეხზე პრობლემა აქვს, რის გამოც ხვალინდელ შეხვედრაში მონაწიელობას ვერ მიიღებს. პედრო როდრიგესს კი მუცლის პრობლემები აქვს. ის დილით ექიმებმა ინახულეს და დასვენება ურჩიეს. სესიაში მონაწილეობას დეულოფეუ და ოიერი ღებულობდნენ.

გუნდს ”ბეტისთან” მატჩამდე ბოლო სესია ხვალ, ”ნოუ კამპზე” ექნება, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

 


h

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward