“ბარსელონას” უნივერსალი, ადრიანო კორეირა მოუწოდებს თავის პარტნიორებს, რომ რაც შეიძლება მალე დაივიწყონ ჩემპიონთა ლიგის მარცხი და მთელი ყურადღება ლა ლიგაზე გადაიტანონ.
”რა თმქა უნდა, ჩვენთვის ეს წაგება ძალიან მძიმე დარტყმა იყო. უბრალოდ, დაგვამცირეს.. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა, ასე რომ ჩვენ ვალდებულები ვართ მთელი ყურადღება შემდეგ მატჩზე ”ბეტისის” წინააღმდეგ გადავიტანოთ. ახლა, ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია ესპანეთის ჩემპიონობის მოპოვება!” – განაცხადა ადრიანომ და დასძინა: ”დავრჩები თუ არა კლუბში? ძალიან ახლოს ვარ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მე მინდა ამ გუნდში თამაში!”


