ალბათ, ბევრ თქვენგანს გაგეცინათ სათაურის წაკითხვისას, ან იფიქრეთ ეს ავტორი გიჟიაო, მაგრამ ეს სიმართლეა. არა პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ სპორტული. მოგეხსენებათ, რომ 2020-წლის ოლიმპიადის ჩატარების ერთ-ერთი ვარიანტი ესპანეთია. მადრიდელთა კომიტეტმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ელჩობა სთხოვეს. თუ მესი ამ წინადადებას დათანხმდა, მაშინ მას სექტემბერში ბუენოს-აირესში გამგზავრება მოუწევს, სადაც გადაწყდება თუ ვინ უმასპინძლევს ოლიმპიურ თამაშებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთის კომიტეტსა და მესის შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებს კატალონიური გრანდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, სანდრო როსელი.


