მიუნხენის ”ბაიერნის” შემტევმა ნახევარმცველმა, არიენ რობენმა შეაქო კატალონიელთა ლიდერი, ლიონელ მესი, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეს ორი გრანდი ერთამანეთს დაუპირსპირდება. პპირველი მატჩი იუპ ჰაინკესის შეგირდებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 იმარჯვეს მეტოქეზე.
”ჩვენ წინ სუპერთამაში გველის და ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. რაც შეეხება ”ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის იგი ჩემთვის დღემდე, საუკეთსო ფეხბურთულად რჩება. ყველამ იცის, რომ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ლეოს შესაძლებლობები განუსაზღვრელია და მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია.” – განაცხადა არიენ რობენმა.



