მარსელო ბიელსა: “ატლეტიკი” გაცილებით მეტს იმსახურებდა”

მარსელო ბიელსა: “ატლეტიკი” გაცილებით მეტს იმსახურებდა”

ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა თვლის, რომ მისი გუნდი უკეთესი შედეგის ღირსი იყო. ლა ლიგის 33-ე ტურში კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ. იტყობინება, ესპანური პრესა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრა “სან მამესზე” ფრედ 2:2 დასრულდა. 

“რა თქმა უნდა, მე კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი ფეხბურთელები გაცილებით უფრო მეტს იმსახურებდნენ, ვიდრე საპატიო ფრე. ანგარიშის მოულოდნელი ცვლილება ხშირად ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს გუნდს, თუმცა ჩვენმა გუნდმა უდიდესი ბრძოლის დემონსტრირება მოახდინა. ყოველივე ამის შედეგად კი ჩვენ შედეგით დავჯილდოვდით.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია