მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მესის გატანილი გოლი “ატლეტიკის” კარში ამ სეზონზე მე–100 იყო. ხოლო ალექსის სანჩესმა ლა ლიგის 101–ე გოლი გაიტანა. ეს არის მეოთხე შემთხვევა, როდესაც “ბარსას” გატანილი გოლების  რაოდენობა 100–ს გადასცდა.

გასულ 2011/2012 წების სეზონში “ბარსელონამ” 114  გოლის გატანა შესძლო, 2008/2009 სეზონში–105 გოლის, ხოლო 1996/97 წლებში კატალონიელებმა 102 გოლის გატანა მოახერხეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ “ბარსელონამ” ამ სეზონში ისტორიის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მოახერხა 100 გოლის გატანა.

2011/2012 36–ე რაუნდი (04/29/2012): “რაიო”–”ბარსა” 0–7 (97 გოლიდან 104–მდე). მე–100 გოლი გაიტანა კიეტამ

2008/2009 34–ე რაუნდი (02/05/2009) “რეალი”–”ბარსა” 2–6 (94 გოლიდან 100–მდე). მე–100 გოლი გაიტანა პიკემ.

1996/1997 41–ე რაუნდი (06/15/1997) “ბარსა”–”ბეტისი” 3–0 (97 გოლიდან 100–მდე). მე–100 გოლი გაიტანა ლუის ენრიკემ.

“ბლაუგრანას” კიდევ ხუთი მატჩი დარჩა იმისთვის, რათა გააუმჯობესოს წინა სეზონის საკუთარი (104) და მადრიდის “რეალის” შედეგი. დედაქალაქელებმა შარშამ 121 გოლის გატანა მოახერხეს.

ამ სეზონზე გოლების უმეტესობა ლეო მესის ანგარიშზეა. გატანილი 101 გოლიდან მესიმ 44ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. მეორე ადგილზე იმყოფება სესკ ფაბრეგასი (10), მას მოსდევენ  დეივიდ ვილია(8), ტელიო(7), პედრო(5), ჩავი (5), ადრიანო (5), ალექსისი (5), პიკე()2, ალბა(2), ტიაგო(2), ინიესტა(2), პუიოლი(1), ბუსკეტსი(1), სონგი(1) ასევე “გრანადას” საკუთარ კარში გატანილი გოლი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში