გარცელდა ჭორი იმის თაობაზე, რომ ინგლისური კლუბების გარდა ხერარდ დეულეოფეუს თვალი გერმანულმა კლუბმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტმა დორტმუნდის “ბორუსიამაც” დაადგა. გერმანელებმა საკმაოდ დიდ თანხად 37 მილიონად გაყიდეს მარიო გიოტცე და პოლონელი ფეხბურთელის რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვასაც აპირებენ, ამის შემდეგ კი აშკარაა, რომ თავდასმის გაძლიერებას შეეცდებიან.
როგროც sport.es–ი იუწყება გერმანელებს სურთ ერთ–ერთი ყველაზე პერპექტიული ფეხბურთელი “ბარსელონა ბ”-ს 19 წლის წლის თავდამსხმელი გაიფორმონ.
ოფიციალური შეთავაზება ტრანსფერის თაობაზე ჯერ არ ყოფილა, თუმცა ხერარდის აგენტი ამბობს, რომ “როდესაც კლუბს მოუნდება, ჩვენ მაშინ განვიხილავთ დეულოფეუს საკითხს”.
ეკონომიკური საკითხების გარდა, დეულოფეუს სურს მომავალ ითამაშოს პირველ გუნდში. ხოლო თავდამსხმელისთვის ეს ადვილი არ იქნება. ამ პოზიციაზე “ბარსელონაში” საკამოდ დიდი კონკურენციაა: პედრო, მესი, ვილია, სანჩესი და ტელიო, ზოგჯერ კი ინიესტა და ფაბრეგასი, ასევე ნეიმარი, რომელიც უკვე თითქმის “ბარსას” ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, კლუბს როელიმე ფეხბურთელის გაშვება მოუწევს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძირიდად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მაინც ძნელი იქნება.



