workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრიმერას ოქროს მედლებს “რასინგის” მოედანზე საფუძველი სამჯერ ჩაეყარა

პრიმერას ოქროს მედლებს “რასინგის” მოედანზე საფუძველი სამჯერ ჩაეყარა

პრიმერა დივიზიონის სანტანდერში დაწყება შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ბოლო 12 წლის განმავლობაში კატალონიელებმა “რასინგის” მოედანზე სამჯერ დაიწყეს ჩემპიონატი. საერთოდ, ხუთჯერ აქვს “ბარსას” პირველი მატჩი სანტანდერში ნათამაშები. ეს ფაქტი შეგვიძლია დადებითად ჩავთვალოთ, რადგან ბოლო სამ შემთხვევაში, “ბარსა” ჩემპიონი გახდა.

    ორი მოგება, ორი ტიტული

ყოველთვის, როცა “ბარსა” პირველ მატჩს სანტანდერში იგებდა, სეზონის ბოლოს ოქროს მედლებსაც იღებდა. საერთო ჯამში ბალანსი ასეთია: საწყის ტურში “ბლაუგრანამ” ორჯერ დაამარცხა “რასინგი”, სამჯერ კი ფრე ითამაშა. პირველ გამარჯვებას “ბარსამ” 1929 წელს მიაღწია. 10 თებერვალს რომა ფორნსის გუნდმა 0:2 დაამარცხა “რასინგი”. 75 წლის შემდეგ რაიკაარდის “ბარსამ” კიდევ ერთხელ დაამარცხა სეზონის პირველ მატჩში “რასინგი” იმავე ანგარიშით. ორივე შემთხვევაში ტიტულს კატალონიელები დაეუფლნენ.

    ვილასა და ადრიანოს დებიუტი

“ბარსას” ახალწვეულების დებიუტი შესაძლოა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში შედგეს 14 აგვისტოს, მაგრამ პრიმერაში “ბარსას” მაისურს პირველად “რასინგის” წინააღმდეგ მატჩში მოირგებენ. სანტანდერში ჰქონდათ დებიუტი ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან დეკუ, ეტო’ო, ჟიული, ლარსონი, ანრი და ტურე.

წყარო: Barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward