მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბასკეთში 20 ფეხბურთელი გაემგზავრება

ბასკეთში 20 ფეხბურთელი გაემგზავრება

 

პირველმა გუნდმა დღეს ”ბილბაოსთან” გასამართი მატჩის წინ ბოლო სავარჯიშო სესია ჩაატარა. ვარჯიში ტიტო ვილანოვას პრეს-კოფერენციის დასრულების შემდეგ ჩატარდა და სესიის შემდეგ გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც ბასკეთში გაემგზავრებიან.

სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს უსაფრთხოების მიზნით ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს. გუნდის დახმარებას შეძლებს ადრიანო კორეია, რომელმაც სამშაბათს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. ხავიერ მასკერანომ კი დღეს მოედანზე შეასრულა დატვირთვება.

მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, დოს სანტოსი, ბარტრა, პედრო, ალბა, მონტოია, ადრიანო, აბიდალი, სონგი, ტელიო.

 


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში