მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

რამდენი ცაცია ფეხბურთელი იცით? მოქმედი ფეხბურთელებიდან პირველი ალბათ ლეო მესი გაგახსენდებათ, მე კი ბრაზილიელი შემოქმედი რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა მახსენდება. მას 19 აპრილს 41 წელი შეუსრულდა, მაგრამ ის ისევ თამაშობს, იმიტომ რომ მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ განუსაზღვრელია.

რივალდოს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მის ოჯახს ძალიან უჭირდა, ერთადერთი რაც მას ამ პრობლემებს ავიწყებდა ფეხბურთი იყო. მამამისი ამ საქმეში მას ხელს უწყობდა. მოგეხსენება მკითხველო, ბრაზილიაში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია, ამიტომაც რივალდოს მამა თვლიდა, რომ ამ რადიკალური სიდუხჭირისგან მის ოჯახს მხოლოდ ფეხბურთი თუ გადაარჩენდა. 1989 წლის 9 იანვარს, როდესაც რივალდო 11 წლის იყო, რომილდო (რივალდოს მამა) ავტობუსმა გაიტანა და გარდაიცვალა. იმ დღეს რივალდოს სინჯები ჰქონდა ერთ-ერთ ადგილობრივ გუნდში, მაგრამ მან ეს სინჯები ნერვიულობის გამო ვერ გაიარა. მაგრამ  ჩაირიცხა მეორე დივიზიონის გუნდში “პაულისტაში”, შემდეგ კი “სანტა-კრუზში” ამოჰყო თავი. მას “ფეხმრუდი იხვი” შეარქვეს, იმიტომ რომ თავდამსხმელის კვალობაზე ის ფიზიკურად სუსტი იყო და მცველებთან ორთაბრძოლაში ვერ შედიოდა. 

საბოლოოდ მან “ბარსელონაში” ამოჰყო თავი. ის კატალონიაში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და წინ მას მხარს კლუივერტი უბამდა. არ მინდა თავი სტატისტიკებითა და მისი შედეგებით მოგაბეზროთ. 

რივალდო იყო ფეხბურთელი, რომელიც მოედნის ყოველ სანტიმეტრზე ბოლომდე იბრძოდა, მაკრატელა კი მისი საიდუმლო გასაღები გახლდათ. მისი ფიზიკური სისუსტე მის ძლიერ მხარედ აქცია, ის გახდა “ბარსელონას” ნამდვილი ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ის ბრაზილიელი იყო და მისი გენი გართობისა და ქალებისკენ ეძახდა, მაინც არ გადაუხვია გზას და ბოლომდე მიჰყვა საყვარელ საქმეს. რა გასაკვირია, რივალდომ ერთხელ თქვა:” ბავშვობაში ფეხშიშველი ვთამაშობდი პლასტმასის ბურთით. ტერფები მუდამ დასისხლიანებული მქონდა, მაგრამ ტკივილს ვერასდროს ვგრძნობდი. ამ ტკივილს ბურთისადმი სიყვარული ფარავდა. როდესაც ბურთს ვეხები, მინდა გავაკეთო ის რაც მე სიამოვნებას მომანიჭებს. არაფერზე ვნანობ, ფეხბურთმა ჩემი ცხოვრება ზღაპრად აქცია.”

” “ბარსელონაში” შესანიშნავი წლები გავატარე. გვერდს შესანიშნავი ფეხბურთელები მიმშვენებდნენ. მქონდა პატივი მეთამაშა “კლასიკოში” და მეთამაშა ტიტანების წინააღმდეგ. ამას ბავშვობაში მხოლოდ ძილის წინ თუ წარმოვიდგენდი. ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიის ნაკრებში ამდენი შესანიშნავი მატჩი ჩავატარე და მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, ჩემთვის კი ეს რეალობად იქცა.”

მიუხედავად უამრავი ფულის, გულშემატკივრისა და ძალაუფლებისა, ის ისევ ისეთი თავმდაბალი, წესიერი, ოჯახის ადამიანი და ფეხბურთის მოყვარული დარჩა. ის არ თაკილობს ითამაშოს ინდოეთში და 41 წლის ასაკშიც მიიღოს სიამოვნება გოლების გატანით. მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ უსაზღვროა, რომლის წართმევა არავის შეუძლია. მან დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ სიყვარული და დაუღალავი შრომა ოდესღაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=_4yYS_GFbQw]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში