დავიწყებ იმით , რომ ვიტყვი ”არ დავიწყებ მოყოლას თქო” რადგანაც როცა ამას ამბობენ ზუსტად იმ ამბავის მოყოლის დაწყებას ცდილობენ ხოლმე .. ვიტყვი , რომ ეს კვირა ძალიან მძიმე გამოდგა ჩვენთვის კულეებისთვის და მადრიდისტებისთვის .. ნამდვილად ვერ გაგვახარეს და ვერ გვაჩვენეს სასურველი ანგარიში ! თუმცა ამ სტატიას არ ვწერ კრიტიკისთვის .. გარშემო ყველა იმედგაცრუებულია მათით ვისაც სჯეროდა გამარჯვების , თუმცაღა ყველამ იცოდა , რომ ადვილი გასეირნება არცერთ კლუბს ელოდა ! არც უიმედო გულშემატკივრის სახელით არ ვწერ რადგან უიმედობა არც კულეების და არც მადრიდიდსტების დამახასაითებლი არ არის ! ბევრი კრიტიკა წამოვა მადრიდისტა ჩვენს საიტზე რა სახსენებელიაო , მაგრამ ეს სტატია მინდა სწორედ მათ და მოულოდნელ , ამავდროულად მოსალოდნელ კლასიკოზე გესაუბროთ !

არავის ეშლება ჩვენ ორს შორის დამოკიდებულება , ჩხუბი , ვერ ატანა , ბოღმა , ბოროტება .. მოკლედ ეს ყველაფერი , ხომ ჩვენი დამახასიათებელია .. ამ ყველაფრის გარეშე ეს ორი გუნდი ვეღარ წარმოგვიდგენია .. და ახლა როცა ამ ორი მოსისხლე მტერს გაერთიანების მიზეზი აქვს ესპანეთის ღირსებისათვის ! არ მიატოვებენ მათ გუნდებს და დაუდგებიან მათ ბოლო სისხლის წვეთამდე !
არ დავიწყებ იმის მოყოლას , თუ რას ნიშნავს ფეხბურთი ბევრი ქვეყნისთვის , ოჯახისთვის , კონკრეტული ადამიანისთვის.. რა გავლენას ახდენს ეს ხელოვნებად ქცეული ვითომდა უბრალოდ სპორტის სახეობა ცხოვრებაზე.. რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ! რა მნიშვნელოვანია პროტესტისთვის , ემოციისთვის , გრძნობისთვის , იმედისთვის , მოლოდინისთვის, სიხარულისთვის .. არც იმას შეგახსენებთ (ანუ შეგახსენებთ), რომ ფეხბურთი დაარსების დღიდანვე არ იყო უბრალოდ სპორტის სახეობა ! და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ , რომ არის.. ვიღაცისთვის ეს თავის მოტყუებაა , ვიღაცისთვის გართობა , ჩემთვის და კიდევ არც ისე ცოტა ადამიანისთვის ეს – ცხოვრება.. ამას თუ ვერ გრძნობ , ვერც გაიგებ.. ამიტომ , მოყოლას აღარ გავაგრძელებ.. ეს ყველაფერი შენში უნდა იყოს თუ გინდა , რომ გაიგო !

სტატიის თემიდან ცოტა გადავუხვიე , მაგრამ მთავარ აზრს დაუბრუნდები .. მთავარ აზრს , რომელიც არც ისე შორსაა იმედის მოცემასა და და ქამბექის მოლოდინთან ! არც ”რეალი” და არც ”ბარსელონა” გერმანელებთან არაფერს არ დათმობენ ! იბრძოლებენ მათ ქვეყანაში , კედლებში და მათი გულშემატკივრის წინაშე ! იბრძოლებენ ბოლომდე ! დადებენ ყველაფერს სტადიონზე და ჩვენ იმედებს არ გაგვიცურებენ ! თუ დამარცხდებიან მჯერა , რომ ორივე გუნდი ღირსეულად დამარცხდება ! რადგან არაჩვეულებრივი წარსული , აწმყო და მომავალი აქვთ ! არ უნდა მივცეთ უფლება რათა შებღალონ ესპანეთის გუნდების სახელი .. რადგან ესპანეთის ღირსებას სწორედ ”რეალისა” და ”ბარსას” ფეხბურთელები იცავენ ..

სტატიის ბოლოსკენ კი მინდა კლასიკოს დაჟინებულ მოთხოვნაზე გესაუბროთ ..
ელ კლასიკო (ესპ. El Clásico) — საფეხბურთო მატჩი , რომელშიც ერთმანეთს ორი დიდი გრანდი ეჯახება ! შეხვედრა , რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის დროს აჩერებს , შეხვედრა , რომელიც ყველაზე დიდ ემოციასთან , ინტერესთან , შურთან , ბოროტებასთან , მეგობრობასთან , ამბიციასთან , სიხარულთან და სევდასთან ასოცირდება ! შეხვედრა რომლის ხილვაც ყველას სურს ..
და ჩვენ ამ ორი გუნდის გულშემატკივრებს საბოლოოდ ვერაფერი ვერ დაგვაზავებს ! ეს ყველაფერი დროის ამბავია .. ყოველთვის გაიყოფა ჩვენი აზრები და ყოველთვის იქნება ჩვენს შორის შუღლი .. ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ადრეულ დროში შესძინა გულშემატკივარმა ხიბლი .. ახლაც ასეა და მომვალშიც ასე გაგრძელდება ! უბრალოდ უნდა გვახსოვდეს , რომ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში და , რომ ეს ფეხბურთია და არა ომი ! რისი ცოცხალი მაგალითიც ამ ორი გუნდის ლეგენდები ჩავი ერნანდესი და იკერ კასილასია !
ამბიციებით სავსე მწვრთნელებს , ფეხბურთელებს და გულშემატკივარს კი წინ მოულოდნელობებით სავსე 90 წუთი გვაქვს ! მათთვის ეს დრო საკმარისია რათა მოახდინონ სასწაული !
ერთად ყველაფერი შევიძლია ! ველით გამარჯვებას !
[media=http://www.youtube.com/watch?v=4wLI93l4X1s]
[media=http://www.youtube.com/watch?v=XiIbkEmc4qY]



