”ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა უარყოფს, რომ ბუნდესლიგა აღემატება ესპანეთის პრიმერას.
”ბაიერნმა” და ”ბორუსიამ” შესანიშნავად ჩაატარეს თავიანთი მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბუნდესლიგა სჯობს ლა ლიგას. უბრალოდ გერმანელებმა მეტოქეს აჯობეს, რაც შეიძლება ერთჯერადიც ყოფილიყო. არ დაგავიწყდეთ, რომ წინ განმეორებითი შეხვედრებია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ გვჯეროდეს ჩვენი წარმატების! დიახ, ოთხი გოლი დიდი უპირატესობაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია” – განაცხადა ინიესტამ.



