მამიკო, მე ამას გავაკეთებ!
ლიუდოვიკის მამას კორსიკული წარმომავლობა აქვს. ის ცოხვრობდა ერთ კორსიკულ სოფელში, რომლის მოსახლეობაც ზამთარში 50 სულს არ აღემატებოდა. ეს ძალიან მოსაწყენი ადგილებია. თავის მამაზე ლუდოვიკი ამბობს, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ყველა ახალობელს ერთნაირად უყვარდა. მიუხელდავ ამასა, ის არასდროს გამოხატავდა გრძნობებს.. მას უნდოდა გაეკეთებინა კარიერა ფეხბურთში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მან ბევრი რამ გაიღო მსხვერპლად იმისათვის, რომ მე გამოსვლოდა ის, რაც მას არ გამოუვიდა. მაგრამ ეს ყველაფერი საქმეს არ ცვლიდა, სწავლის პროცესს მამამისი ხელმძღვანელობდა, რომელიც ძალიან მკაცრი იყო და ყოველთვის უკმაყოფილო რჩებოდა მისით..
ლიუდოვიკის კერპი მაიკლ ჯორდანი იყო, მის ოთახში ეკიდა პლაკატი კალათბურთელის გამოსახულებით. ერთ დღეს მან დაინახა თავისი კერპი მონაკოს რესტორანში. ყველა ჩაფიქრებული სიტყვა თავიდან ამოუვარდა, მისთვის უბრალო ხელის ჩამორთმევაც კმაროდა, რომ დედამიწაზე ერთით მეტი ბედნიერი ადამიანი ყოფილიყო.
ჟულიმ თამაში უკანა ნახევარმცველის პოიციაზე დაიწყო. თუმცა, მას შეეძელო შეტევაში თამაშიც. მიზანდასახულობამ მას ხელი შეუწყო. სწორედ მაშინ 1995 წელს ოლმეტა პასკალმა ლუდოვიკს ‘’სუპერ თაგვი’’ შეარქვა. საინტერესოა. წყინდა ჟიულის თუ ამაყობდა ამ მეტსახელით..? ალბათ უფრო მეორე, მაგრამ ეს ჩვენი სადარდებელი არაა. ეს, ალბათ ,უფრო ედმუნდოს და ბაპტისტას აღელვებათ (‘’ლიონის’’ ფეხბურთელები).
ჟულიმ ლიონში სამ– ნახევარი წელი გაატარა, ‘ლიონის’’ ხელმძღავენლობას “მონაკო’’ 42 მილიონ ფრანკს სთავაზობდა. ასეთი თანხა არასდროს გადაუხდია არცერთ ფრანგულ კლუბს. 2000 წელს “მონაკო’’ უდავოდ უძლიერესი კლუბი იყო საფრანგეთში. ბარტეზი, ტრეზეგე, სანიოლი, მარკესი, გალარდა– ეს ფეხბურთელები სწორედ ამ კლუბში გამოდიოდნენ. ასეთ კარგ კომპანიასთან ერთად ჟული იზრდებოდა და სწავლობდა. მაგრამ გალარდოსგან რა უნდა ესწავლა? მიჭირს ამის თქმა. ლიუდოს ეროვნულ ნაკრებშიც ეძახდნენ. მაგრამ “ევრო-2000’’ ზე როჟე ლემორმა თავი დაიზღვია და ჟული სიის მიღმა დატოვა, მისი აზრით ემე ჟაკეს გუნდი იდეალური იყო, რომელშიც ჟიულის ადგილი არ მოიძებნებოდა.
2001-2002 სეზონი ლუდოსთვის ტრაგიკული გამოდგა. შესვენებისას მან მარჯვენა მუხლი დაიზიანა და პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოტოვა. მას ზურგი აქცია ბევრმა ნაცნობმა, თანაგუნდელმა და მეგობრამაც კი. შემდეგ სეზონში დიდიე დეშამმა მას კაპიტნის სამკლაური გადასცა. მას შემდეგ როდესაც “მონაკო’’ ლიგის თასის ფინალში “სოშოს’’ გადაეყარა, ხოლო ჟიულიმ ორი ულამაზესი გოლი გაიტანა ის მატჩი “მონაკომ’’ 4-2 მოიგო. ის ტრიბუნაზე თვალებით ეძებდა იმას, ვისაც ოდესღაც “მეგობარს’’ ეძახდა და მაშინ ის არავითარ სირცხვილის გრძნობას არ განიცდიდა. ის მათ უყვიროდა რაღაც გაუგებარ სიტყვებს, ხელებით რაღაცეებს აჩვენებდა, მაგრამ ბოლოში მან ტირილი ამჯობინა. ცოტა ხნის შემდეგ ის დამშვიდდა და დიდი ტიტული ლიუდომ უკვე შესანიშნავ გარემოში, შესანიშნავი განწყობის ქვეშ აღნიშნა.
2003-2004 წლის სეზონი საუკეთესო იყო მის კარიერაში. ჟულიმ გაიტანა 13 გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში, ხოლო 4 ჩემპიონთა ლიგაზე. მან “მონაკოსთან’’ ხელშეკრულების პირობები გააუმჯობესა. ” მე ჩემს ფულს არ ვიპარავ, ჩემი მაისურის გაწურვა შეიძლება მატჩის შემდეგ. ჩვენ გვახსოვს “დეპორთან’’ მოგებული მატჩი. იმ ანგარიშის ხსენება ძილისწინ სასურველი არაა. ჩვენ გვახსოვს ეფექტური “რეალის’’ გავარდნა, რომელშიც ზიდანი, რონალდო და ბექჰემი თამაშობდნენ.’’
რონალდო, შენ დიდი ხანი ოცნებობდი ლიგის მოგებაზე? კარგი.. კარგი… ჩვენ კარგად გვახსოვს ჟიულის დარტყმა და ელგერას ბოლო ამოსუნთქვა. პრშოს საოცრება. კლუბი, რომელშიც იყვნენ როტნერი, ნონდა… სად არიან ახლა ისინი? გადამწყვეტ მატჩში “მონაკო’’ ‘’პორტოს’’ პირისპირ წარსდგა, ფრანგები განადგუდნენ… (0:3). ჟიული კი კვლავ ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.
“მე მინდა ვითამაშო საზღვარგარეთ, რადგან საფრანგეთში ნაჩვენები თამაშით მე არ შემიძლია განვიცადო პროგრესი. მინდა აღმოვჩნდე ახალ სტადიონზე. აუცილებლად უნდა ვიცოდე, თუ რას ნიშნავს თამაში 70000 მაყურებლის თვალწინ. მე საფრანგეთში გავატარე 9 წელი და მე ვგრძნობ, რომ გავხდი ნაწილი ფრანგული ლიგისა. ვითამაშო იტალიური ფეხბურთი? გამიჭირდება, ამისთვის ათლეტურობა მაკლია. ინგლისში? არ მომეწონებოდა, როდესაც ჩემს თავზე ბურთი იფრენდა. ჩემი მიზანია ესპანეთის ყველაზე დიდ კლუბში გადასვლა და “ბარსა’’ საუკეთესო ვარიანტია….’’’
მიუხედავად დეშამის სურვილისა, დაეტოვებინა კაპიტანი, “მონაკოსა’’ და “ბარსელონას’’ შორის მოლაპარაკება დაიწყო და ჟიული ფიქრის გარეშე კატალონიაში გადავიდა. ცხოვრობდა სახლში, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ემანუელ პეტის. პეტიც ცოდოა.. ასტრონოიულ თანხად იყიდა ეს სახლი შემდეგ კი…. სიცოცხლეს არ დაემშვიდობა “სან სიროს’’ სტადიონზე? ცუდი ნიშანია? ეს ხომ ფრანგებია. მათზე არ მოქმედებს ჯადო და მსაგვის რამეები. უკვე ყველაფერი ნათლად ჩანდა, თუ რომელიმე ფრანგი ევროპაში თავს ვერ წარმოიჩენდა გასაკვირი აღარ იყო. “მე ვიქნები პირველი ფრანგი, რომელიც ინტეგრაციას გაივლის “ბარსაში’’. გპირდებით… ღიმილით ამბობდა ჟიული ოფიციალურ პრეზენტაციაზე.
ბლაუგრანა ტოკიოში გაფრინდა. პირველ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა “კაშიმა ანტლერსი’’ (5;0). ჟიულიმ პირველი ტაიმი ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და საგოლე პასი გაუკეთა ჰენრიკ ლარსონს. ფრანგი გამპერის თასზეც არაჩვეულებრივი იყო, შინაარსიანი და მრავალფეროვანი, იტალიური “მილანის’’ წინააღმდეგ. ამის შემდეგ იყო ლა ლიგის პირველი მატჩი “რასინგის’’ წინააღმდეგ. ლიუდომ იცოდა, რომ ყველაფერი კარგი ჯერ წინ ჰქონდა. გოლები წინაა, ხოლო ტრავმები უკვე მოიშუშა. მაგრამ რა მოხდა? პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო და ასპარეზს ისე გამოეთიშა.
როცა, ის დაბრუნდა გაიტანა ორი გოლი “სევილიასთან’’ და “სარაგოსასთან’,’ ის იყო იმ ერთ–ერთი იმ რამდენიმე ფრანგ მოთამაშეს შორის, რომლებიც “ბარსაში’’ გამოდიოდნენ. მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა? ლიუდო კვლავ დაიმტვრა და ლაზარეთს მიაშურა. ეს მისთვის მე-4 ტრავმა იყო სეზონში.
2005 წლის ლიუდომ აპრილისთვის 7 მატჩი სრულად ჩაატრა, ხოლო დანარჩენ 16 ში შეცვლილი იყო., უმეტესწილად ანდრეს ინიესტათი. ფრენკ რაიკაარდი უფრთხილდებოდა ფრანგს და არ ატანდა დიდ ძალისხმევას, ან უბრალოდ აძლევდა ახალ გენიოსს ანდრეს ინიესტას სახით მეტ სათამაშო დროს.
მიუხედავად ამისა ის გრძნობდა, რომ სულ მალე შესაძლოა სულ აღარაფერი ღირსებოდა. ეს გრძნობა სულ უფრო და უფრო იპყრობდა ჟიულის გულს. და აი უცებ 5 გოლი 6 მატჩში, ერთ-ერთი “მალაგასთან,’’ ის ფერნანდო სანსზე მაღლა ახტა. (19 სმ-იანი განსხვავებაა მასსა და ჟიულის შორის). მატჩის შემდეგ ჯურნალისტებთან ჟიულიმ თქვა, რომ საფრანგეთში თავით 3 გოლი ჰქონდა შეგდებული.
ჟურნალისტებს გაახსენდათ, რომ ლიუდოს მიზანი სეზონში მინიმუმ 10 გოლის შეგდებაა. ის ახლა ამ მიზანთან ძალიან ახლოს იყო. რა თქმა უნდა, ჟიულიმ შეასრულა პირობა და გადააჭრაბა კიდეც, მან 11 გოლი გაიტანა სეზონში. პიჩიჩის ტიტული ეტო’ს ერგო. “ბარსას’’ ქომაგები კი იძახოდნენ ჩამპეონეს!!! ჩამპეონეს!!!
ამის შემდე ჟიული მესის დაუმეგობრდა. მესი უფრო სახიფათო გახდა მისთვის ვიდრე ინიესტა. ნელ-ნელა არგენტინელი ტალანტი იპყრობდა ყველაფერს და მარტის თვეში უკვე შეუერთდა ჟიულის 6 გატანილი გოლით. მაგრამ საქმე ლიუდოს უფრო ეხება ვიდრე მესის. ის მიხვდა, რომ ყველა პრიორიტეტმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა. “მე ბევრი უნდა ვიშრომო, რომ ძირითადში მოვხვდე. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მწვრთნელზეა დამოკიდებული. ოს უფრო ხვდება ვინაა მნიშვნელოვანი მოთამაშე, ჩემი თვალსაზრისი შეიცვალა’’ განუცხადა ლიუდომ ოფიციალურ საიტს. რა ვქნათ ლიუდო, გადაწყვეტილება შენთვითონ მიიღე. შესაძლოა ეს საუკეთესო ვარიანტი არ იყოს შენი კარიერისთვის, შესაძლოა ის ძალიან თავმოყვარე არ არის. მაგრამ შენ დაიმკვირდე დამსახურებული ადგილი კულეების გულში. ს ა მ უ დ ა მ ო დ!!!
ის მზად იყო მჯდარიყო სკამზე.
იმისთვის, რომ უფრო უკეთ გავიგოთ თუ როგორ შეიცვალა ჟიული, ჩვენ უნდა შევადაროთ მისი გოლების აღნიშვნის სტილი.როგორ აკეთებდა ის ამას საფრანგეთში და როგორ აკეთებდა კატალონიეში. მიუხედავად მისი ფიზიკური მონაცემებისა (დაბალი ტანი, მოკლე ფეხები და პატარა ცხვირი), ის გახდა ფრანგული კომენტატორების იდეალი. ის ხალხს აოცებდა თავისი ექსპრესით, თავდაჯერებულობით და გრძნობებით, ტკივილები მას არ შორდებოდა, მაგრამ გოლის შემდეგ აყვირებულ ჟიულის ვერაფერი შეაჩერებდა. ლიუდოვიკი სანდო ადამიანი იყო. თავის ყოველ გოლს ისე აღნიშნავდა თითქოს უკანასკნელი ყოფილიყოს. ის შედევრებს ქმნიდა, რაც არც თუ ისე ადვილია. ამავდროულად ულამაზესი იყო. დარტყმები ჰაერში, დაცემისას, დასწრებაზე, საჯარიმოს გარედან და პენალტის ნიშნულიდან. და ემოციები, ემოციები, ემოციები და კიდევ ბევრი ემოცია.
“ბარსელონაში’’ კი მაშინვე გამოჩდნენ დეკუ, რონალდინიო, ლარსონი და პუიოლი და 98000–იანი “კამო ნოუ’’ თავისი უტიტულო შიმშლით. თავიდან ყველასი რცხვენოდა, მაგრამ შემდეგ ყველა მიეჩვია, რომ ეს ადამიანი პატარა არსებაა ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით, ჟიული გახდა მექანიკური ფორთოხალი, ის იყო ან არ იყო აგრესიული, ან საერთოდ არ ჰქონდა ჰოლანდიის მოქალაქეობა.
‘’ბარსელონაში’’ მას გოლები არ გაქჰონდა პენალტის ნიშნულიდან. იმ დორს როცა მის პრეზენტაციას თან ერთვოდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო მისი გოლები “მონაკოში’’ პენალტიდან. “ბარსაში’’ მას ძირითადად გაჰქონდა შორეული დატყმებით, საჯარიმოს გარედან, ან საჯარიმოში ურტყავდა ჰაერიდანვე.
დავბრუნდეთ “მამლებთან’’. ზუსტად “ბარსაში’’ ყოფნისას მან ადგილი დაკარგა ნაკრებში. სამართლიანად თუ არა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენოთ რიბერი და მეორე ადგილი გერმანულ მუნდიალზე. მაგრამ აქვე შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა დომენიკზე და ჟიულის შესაძლებლობებზე. ” ზოგჯერ ხდება ისე, რომ რაღაც ღაცაეებს ამ ცხოვრებაში ვერ ვხვდები. მაგრამ დგება დრო როცა ვხვდები, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ვხვდები.”
ჩვენ “ბარსაში’’ გვასწავლიდნენ ყველაფერს საუკეთესოს. ლანძღავდნენ მასაც და რაიკაარდსაც, მაგრამ ჟიული ხალხს არაჩვეულებრივი გოლებით აოცებს. მან დასაჯა “ვილიარეალი’’ როცა უკვე პიჩიჩ მოპოვებულმა ეტო’ომ ბურს ფეხი ვერ გაარტყა. მან გაუტანა “ჟიმნასტიკს’’ როცა ტრიბუნა უკვე ყვიროდა “დაარტყი!!’’ მან გაუტანა “მილანს’’ თავისი ცაციათი და “ბარსას’’ ყველა ფანს ლიგა აჩუქა. ამავდროულად ეს გააკეთეს ეტო’ო-მ, ბელეტიმ და ლარსონმა.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბევრი ჟიულის შეასხებ. მაგრამ ამ მომენტში ის არის საუკეთესო ფრანგი “ბარსელონას’’ ისტორიაში…
მადლობა ლიუდოვიკ!!!!
წყარო: Barcamania.com