სახელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი
დაბადების თარიღი: 3 ოქტომბერი, 1982 წელი
დაბადების ადგილი: მალმე, შვედეთი
სიმაღლე: 192 სმ
წონა: 84 კგ
მოქალაქეობა: შვედი, “რომელიც თავს თვლის ბოსნიელად”
ამპლუა: თავდამსხმელი
გოლები კარიერის მანძილზე: 145
თამაშების რაოდენობა ნაკრებში: 56
გოლები ნაკრებში: 20
კლუბები მთელს კარიერაში: “მალმე” (1999-2001); “აიაქსი” (2001-2004); “იუვენტუსი” (2004-2006); “ინტერი” (2006-2009); “ბარსელონა” (2009-…)
მოპოვებული თასები: ჰოლანდიის ჩემპიონი (2001/02, 2003/04); ჰოლანდიის თასის ჩემპიონი (2001/02); ჰოლანდიის სუპერ-თასის მფლობელი (2002); იტალიის ჩემპიონი (2005/06; 2006/07; 2007/08); იტალიის სუპერ-თასის მფლობელი (2006; 2008); ესპანეთის სუპერ-თასის მფლობელი (2009); ევროპის სუპერ-თასის მფლობელი (2009). (შესამჩნევია ის ფაქტი, რომ ზლატანს არ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა).
პირადი მიღწევები: დასახელებულ იქნა საუკეთესო ლეგიონერად იტალიაში (2005; 2008, 2009); დასეხელებულ იქნა საუკეთესო ფეხბურთელად იტალიაში (2008, 2009); მისი გოლი აღიარებულ იქნა წლის საუკეთესოდ იტალიაში (2008); აღიარებულ იქნა შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელად (2005; 2007; 2008); აღიარებულ იქნა საუკეთესო შვედ სპორთსმენად (2007).
1981 წელი იდგა. კერძოდ 3 ოქტომბერი იყო. შვედეთის ერთ-ერთ ქალაქ მალმეში წვიმდა. წვიმის წვეთების ხმა ყველანაირ ხმას ფარავდა, თუმცა… ატყდა ერთი ამბავი, გახარებული ხალხი აქეთ-იქით დარბოდა, ხოლო ზოგი ისეთი დაბნეული იყო, კითხულობდა რა ხდება, რა ხდებაო? და აი სწორედ ამ დროს ერთმა კაცმა დაიყვირა: “მომილოცნია ყველასთვის, ჩვენს საგვარეულოს კიდევ ერთი ვაჟკაცი შეემატა”. აქ უკვე ყველასათვის ნათელი იყო, თუ რა უხაროდა ხალხს ასე ძალიან. ზლატანი. სწორედ ეს სახელი დაარქვეს პატარა ბიჭუნას, რომელმაც ფეხბურთში სახელი გაითქვა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში. მისი თამაშიდან გამომდინარე მასზე შეძლება გეთქვა, რომ იგი 18 წლის იყო და არა 10-ის. იგი ყველაზე განსხვავებული იყო. თავისი თანაგუნდელები მასთან შედარებით ნული იყვნენ. მისი ასეთი თამაში დაინტერესდა “მალმეს” ახალგაზრდული კლუბი და ზლატანიც, რა თქმა უნდა, დატოვა “ბალკანი” და გადავიდა “მალმეში”.
-ვარჯიშზე ძალიან შორს მიწევდა სიარული. უმეტესად ფეხით დავდიოდი, ხოლო როცა მაგვიანდებოდა, ქუჩაში ველოსიპედს მოვპარავდი ვინმეს და ვასწრებდი მისვლას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ჩვენი კლუბი მეკარის გამო აგებდა და ამის გამო ჩხუბიც კი მომსვლია, ჩხუბში გავიმარჯვე და კარებში მე ჩავდექი და მატჩიც მოვიგეთ. მიყვარს გამარჯვება ყველაფერში.
შვედი დღითი დღე უმატებდა თამაშს. რაც დრო გადიოდა, იგი უფრო უკეთ ითვისებდა ყველაფერს. მან დიდი არსენ ვენგერის ყურადღებაც კი მიიქცია, თუმცა “მეთოფეების” მაისურზე გვარი იბრაჰიმოვიჩი არასდროს დაწერილა და ალბათ არც დაიწერება. არ გადავიდა “არსენალში”, სამაგიეროდ გადავიდა “აიაქსში”, სადაც პირველ წელს უმეტეს დროს სკამზე ატარებდა. თუმცა კლუბში მოვიდა კუმანი და მოვიდა ზლატანის დროც. იგი ყველა თამაშს ბრწყინვალედ ატარებდა და ამართლებდა “აიაქსის” დევიზს: “თავდამსხმელი რისი თავდამსხმელია, თუ შეტევის სამივე პოზიციაზე არ შეუძლია თამაში?!” ზლატანი ამ პოზიციებზე კი არა, ნახევარდაცვაშიც თამაშობდა, მაშინ როცა ვან დერ ვაარტს ტრავმა ჰქონდა და არ შეეძლო ეთამაშა. იბრაჰიმოვიჩი ულამაზეს გოლებს იტანდა. ერედივიზიონში (ჰოლანდიის ჩემპიონატს ასე ეწოდება) ბევრი ლამაზი გოლი გადიოდა, მაგრამ ზლატანის გოლებს ბადალი არ ჰყავდა. მან ყველას გაკვირვება შეძლო გარდა კუმანისა, თუმცა როგორ გააკვირვებდა, კუმანი ხომ თვითონ თამაშობდა ასე ახალგაზრდობაში. ზლატანი თავის გამოჩენას უფრო ჩემპიონთა ლიგაში ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ “აიაქსი” ლიგის თასის აწევას მაინც ვერ ეღირსა, იმის მიუხედავად, თუ როგორ ცდილობდა თითოეული ფეხბურთელი.
2001/2002 წლებში “აიაქსმა” იბრას დუბლის წყალობით მოუგო “ლიონს” და გადალახა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, თუმცა რად გინდა…1/4 ფინალში “მილანმა” ჰოლანდიელებს არაფერი არ დაუთმო და გააგდო კიდეც. 2003/2004 წელს კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგა იყო, თუმცა ჰოლანდიელებს კიდევ ერთხელ არ გაუმართლათ. შემდეგ იყო სანაკრებო ამხანაგური თამაში. საერთოდ იბრას სულ აკრიტიკებდნენ იმაში, რომ იგი ნაკრებში საერთოდ არ თამაშობდა ისე, როგორც “აიაქსში”. ამის შემყურე, მან გადაწყვიტა ამ ამხანაგურ თამაშში გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო. გააკეთა კიდეც და აბსოლუტურად ყველას ყურადღება მასზე იყო გადატანილი. მოვიდა 2004 წლის ტრანსფერების დრო. დრო, როდესაც ყველა ელოდა ვან დერ ვაარტის “აიაქსიდან” წასვლას ან გაგდებას (როგორც გინდათ უწოდეთ). ვან დერ ვაარტს ძალიან მძიმე ტრავმა ჰქონდა და არ შეეძლო თამაში. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი მისი გაშვებისა. თუმცა მოხდა ის, რასაც ბევრი ელოდა, ხოლო ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა ამას. რაფაელ ვან დერ ვაარტს გაყვა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დატოვა “აიაქსი”. იგი წავიდა “იუვენტუსში”.
-ნამდვილად არ ვიცი სად აპირებს ვან დერ ვაარტი კარიერის დასრულებას, თუმცა მე ნამდვილად ვიცი, რომ დავბრუნდები “აიაქსში”. მე ხომ პრაქტიკულად აქ გავიზარდე. “მალმეში” ნუ დამელოდებიან. “აიაქსია” ჩემი სახლი. სადაც არ უნდა წავიდე და როგორ ბრწყინვალედაც არ უნდა ვთამაშობდე, ჩემი ბოლო კლუბი მაინც “აიაქსი” გახდება.
ამ დროისათვის “ბებერ ქალბატონში” ბრწყინავდა ფრანგი დევიდ ტრეზეგე. იბრაჰიმოვიჩის გადასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პირველივე სეზონის დასრულების შემდეგ შვედ ფორვარდს გატანილი ჰქონდა 16 გოლი. “ზებრების” ქომაგებმა იგი აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად და მის არსად გაშვებას არ აპირებდნენ, თუმცა… ერთ დღეს იბრას აგენტმა მინო რაიოლამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “მადრიდის “რეალმა” გაგვიკეთა სენსაციური წინადადება, ისინი იხდიან 70 მილიონ დოლარს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ; ჩვენ დავფიქრდებით და მოვილაპარაკებთ “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან ერთად.” ზლატანმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა აერჩია, შესანიშნავი კარიერის გაგრძელება და გულშემატკივრებისაგან სიყვარული თუ ფული? თუმცა ხომ შეიძლებოდა შესანიშნავი კარიერა და გულშემატკივრებისაგან სიყვარული მადრიდშიც მოეპოვებინა? ზლატანმა აირჩია შესანიშნავი კარიერა და გულშემატკივრებისაგან სიყვარული.
ზლატანის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო 2002 წელს, სადაც შვედებს სასტიკად არ გაუმართლათ და ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი მარცხი იყო სენეგალის ნაკრების წინააღმდეგ; თუმცა ეს წარუმატებლობა არანაირად არ ყოფილა იბრაჰიმოვიჩის ბრალი. იმიტომ რომ იგი უმეტეს დრო “სკამს ათბობდა” და მხოლოდ ბოლო ათ წუთში შემოდიოდა მოედანზე.
მოვიდა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის დრო, სადაც შვედეთმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ზლატანის დროც დადგა. მან შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა იტალიის ნაკრების კარებში და მატჩი 1:1 დასრულდა. საბოლოოდ შვედები 1/2 ფინალში გავიდნენ, სადაც “ჰოლანდიის” ნაკრებთან ძირითადი დრო 0:0 დაამთავრეს, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:5 დამარცხდნენ.
-ზლატან, რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად დადგომაში?
-ტრავმამ.
-როგორ ფიქრობ, იტალიურ სტილში თამაშობ თუ ესპანურ სტილში?
-მე ვთამაშობ “ზლატანურ სტილში”.
-რას ფიქრობ ერნან პერსონზე?
-ასეთი სახელი და გვარიც არსებობს?
-რას ფიქრობ კარლ მარქსზე?
-პირველად მესმის ეს სახელი და გვარი.
-შენს საცოლეს რას აჩუქებ დაბადების დღეზე?
-რა საჩუქარზეა საუბარი? მე ხომ თვითონ ვარ საჩუქარი.
“კამორანეზი, ტრეზეგე და იბრაჰიმოვიჩი რჩებიან და არსად არ აპირებენ გადასვლას”. აი ამას ლაპარაკობდა ყოველდღე “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა. სეზონი დასრულდა. საბოლოოდ კი ასე გამოვიდა: კამორანეზი, ტრეზეგე და …. “იუვენტუსი” სერია ბ-ში, ხოლო ზლატანი კი… ზლატანმა, რომელიც უდიდესი სიამოვნებით იტანდა “ინტერის” კარებში გოლს, გადაწყვიტა ჩაეცვა მათი მაისური.
იბრაჰიმოვიჩი გამოტყდა, რომ იგი უკვე ზამთარში ფიქრობდა “ბებერი ქალბატონის” დატოვებას, რისიც არავის სჯერა, თუმცა შვედს ეს არ აინტერესებს. იგი მიხვდა, რომ “ზებრების” მაისურით სკუდეტოს კიდევ დიდი ხანი ვერ აიღებდა (იმიტომ რომ როგორც ზევით მოგახსენეთ, “იუვე” სერია ბ-ში გააგდეს) და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა “ნერაძურის” მაისურის ჩაცმა.
ზლატანი პირველივე სეზონში შესანიშნავად ათამაშდა. მან სულ 34 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ეს შედეგი კლუბზეც აისახა და მან სკუდეტოს აღება მოახერხა. ახლა იბრაჰიმოვიჩის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგა გახდა. თუმცაღა ჩემპიონთა ლიგა ოცნებად დარჩა; “ვალენსიის” შესანიშნავი თამაში და “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება. მილანელებმა ამ მატჩში ჩხუბიც კი დაიწყეს თუმცა ეს საქმეს უშველიდა?
დაიწყო შემდეგი სეზონი. “ინტერმა” კვლავ მოიგო სკუდეტო და კვლავ უნდოდა ჩემპიონთა ლიგის თასის აღება. თუმცა “დიდი ფერგის” “მანჩესტერმა” კვლავ გაუქრო იმედი და კვლავ ლიგის მიღმა დატოვა. ამის შემხედვარე ხალხი ფიქრობდა, რომ მანჩინი კლუბს დატოვებდა. ერთ დღეს, როდესაც მანჩინიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედნიდან გამოიყვანა შვედმა მას ასეთი ფრაზით მიმართა: “კარგი იქნებოდა თუ წახვიდოდი”. ისედაც “აჯანყებულ” ხალხს მეტი არ უნდოდა და ამის გაგონებაზე უკვე დანამდვილებით იცოდნენ, რომ მანჩინი პოსტს დატოვებდა. როგორც იქნა “ნერაძურის” პრეზიდენტმა მანჩინი მოურინიოთი შეცვალა. ამას მოყვა ზედიზედ მესამე სკუდეტო, თუმცა კვლავ ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე.ამასობაში მადრიდის “რეალმა” კიდევ ერთხელ გამოთქვა “იბრაკადაბრას” ყიდვის სურვილი, რაზეც თვითონ ფორვარდი უარზე იყო, იმიტომ რომ “რეალი” ზუსტად იგივე დღეში იყო, რაშიც “ინტერი”. ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის თუნდაც 1/2 ფინალში გასვლას. იბრას ყურადღება სულ სხვა კლუბზე იყო გადატანილი…”ბარსელონა”. იგი გაკვირვებული იყო იმით, რომ კატალონიელებმა ბოლო 4 წელში 2-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება. მას აუხდა ეს ოცნება და დღესდღეობით იგი შესანიშნავი ფორვარდია “ბარსაში”.
-მე ვარ ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მე ვარ ჩრდილოელი, იმიტომ რომ დავიბადე მალმეში და ვარ შვედეთიდან.
-მე ვარ ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მე ვარ სამხრეთელი, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან ცხელი გონება.
-მე ვარ ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მე ვარ დასავლელი, იმიტომ რომ მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისური ენა.
-მე ვარ ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მე ვარ აღმოსავლელი, იმიტომ რომ ჩემი ფესვები აქაა, მამაჩემი-ბოსნიელი, დედა-ხორვატი.



