კატალონიის “ბარსელონას” 25 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებას “ბაიერნის” წინააღმდეგ. მესიმ ასევე კომენტარი გააკეთა შესაძლო “კლასიკოზე”, რომელიც შესაძლოა ფინალში ვიხილოთ.
“ნებისმიერი მეტოქე ამ ნახევარფინალებში უძლიერესია. “ბაიერნი” მიმდინარე სეზონში ძალიან და კიდევ უფრო ძალიან კარგად თამაშობს. ისინი მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებენ და ბევრ გოლს იტანენ. მას შემდეგ რაც მათ წინა სეზონის ბოლოს შეემთხვათ “ჩელსისთან” ფინალში მარცხის შემდეგ, დარწმუნებული ვარ უდიდესი სურვილი ექნებათ ტიტულის მოგების. და ჩემი აზრით “ბაიერნი” გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე წინა სეზონში. თუ ჩვენ ფინალში გავალთ ნამდვილად არ გვაღელვებს თუ ვინ შეგვხვდება მეტოქედ იქ. თუმცა უდაოდ ცხადია, რომ “რეალთან” თამაში “უემბლიზე” რაღაცით განსაკუთრებული იქნება, ეს უდიდესი შოუ იქნებოდა.” – განაცხადა, მესიმ.



