მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩის საინტერესო ფაქტები

მატჩის საინტერესო ფაქტები

 

2012 წლის 26 თებერვლის შემდეგ ერიკ აბიდალი პირველად გამოჩნდა ”ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში და ”ლევანტეს” წინააღმდეგ მან 90 წუთი გაატარა მოედანზე. ასევე შესაშური იყო მისი სტატისტიკური მაჩვენებლები.

 – კეილორ ნავასმა დავიდ ვილიას პენალტი მოიგერია, მიმდინარე სეზონში გუნდმა პირველად გააფუჭა პენალტი.

 – ეს ადრიანოს მე-6 თამაში იყო ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ყველა შემთხვევაში პარტნიორობას მას სხვადასხვა ფეხბურთელი უწევდა.

 – ყველაზე მეტჯერ ბურთი ერიკ აბიდალმა დაუბრუნა გუნდს, მან 17-ჯერ ჩაჭრა მეტოქის იერიში. ფრანგი არ დაჯარიმებულა და მის მიერ გაკეთებული 76 გადაცემიდან 74 ზუსტი იყო (97.3%).

 – მიმდინარე სეზონში პირველად გუნდმა პრიმერას ზედიზედ 3 შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

 – სესკის გოლის წყალობით პრიმერას ზედიზედ 50 შეხვედრაში გუნდი ახერხებს გოლის გატანას.

 – ”ბარსამ” ლა ლიგის 32 შეხვედრაში 99 გოლი გაიტანა.

 – ”ბარსას” ბურთის ფლობამ 79% შეადგინა, გუნდმა 834 ზუსტი გადაცემა შეასრულა.

 – ალექს სონგმა ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა – 121. აქედან 116 ზუსტი იყო.

 – ”ბარსამ” კარისკენ 16-ჯერ დაარტყა, კარში კი 7-ჯერ.

 – ”ლევანტე” 5-ჯერ დაჯარიმდა, ”ბარსელონა” 13-ჯერ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში