ლეო მესიმ დღეს თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. მიუხხედავად იმისა, რომ ჯერ ფეხბურთელს თამაშის უფლება არ აქვს ის მაინც მოხვდა 21 კაციან განაცხადში. მიუნხენში გუნდს ვერ გაყვებიან ტრავმირებულები, ხავიერ მასკერანო და კარლეს პუიოლი, ასევე დისკვალიფიცირებული ადრიანო კორეია.
აღდგენითი ვარჯიში
განაცხადის გამოქვეყნებამდე ფეხბურთლებმა ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში ჩაატარეს. ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითადში იყვნენ აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. ანდრეს ინიესტა და დანი ალვესი კი განცალკევებით, ფიზიოთერაპიის კურსს იტარებდნენ.
მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, ფაბრეგასი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, დოს სანტოსი, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, მონტოია, აბიდალი, სონგი, ტელიო, ოიერი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=UZgTEEWw–8]
