“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ხორდი როურამ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მოახლოებული დაპირისპირებების წინ, გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, კერძოდ კი, კარლეს პუიოლსა და ხავიერ მასკერანოზე.
“პუიოლი მიუნხენში არ ითამაშებს და არ ვართ დარწმუნებული იმაშიც, რომ იგი განმეორებით შეხვედრაში გუნდის დახმარებას შეძლებს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია და რას იტყვიან ექიმები”.
“მასკერანოს ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ვერც აქ ვიტყვით დანამდვილებით იმას, რომ იგი საპასუხო მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს”, – განაცხადა როურამ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება მიუნხენში 23 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 1 მაისს ბარსელონაში.



