როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo, იტყობინება “ბარსელონა” დაინტერესებულია “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდით უეინ რუნით. შეგახსენებთ, რომ ტიტო ვილანოვა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ გუნდი ლიონელ მესის გარეშე კარგად ვერ თამაშობს. სავარაუდოდ კლუბში საკადრო რევოლუცია მოხდება.
“ბარსელონაში” ერთ-ერთი სასურველი კანდიდატი უეინ რუნია, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ ლიონელ მესით აღფრთოვანებულია. სხვა ვარიანტებად კი მოისაზრებიან: გერმანელი მარიო გომესი და პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქამდე რუნის “პსჟ”-ს უკავშირებდნენ თუმცა ეს ინფორმაცია არაერთხელ უარყვეს თავად პარიზელებმაც კი.
უეინ რუნის შესაძლო ტრანსფერს კი ნეიმარის ფაქტორი ემატება, ასევე ყველაფერი იმაზეც არის დამოკიდებული დატოვებს თუ არა კლუბს დავიდ ვილია და ალექსის სანჩესი. ამ შემთხვევაში შეტევის ხაზში დიდი ცვლილებები მოხდება.
