ლეო მესიმ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში განაახლა. გუშინ ფეხბურთელმა ”სიუტატ ესპორტივას” მოედანზე განცალკევებით ივარჯიშა, დღეს კი ვარჯიშის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა. სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც წინა დღეებში კუნთი აწუხებდა ასევე სრული დატვირთვი ვარჯიშობდა.
თავის მხრივ ხოსე მანუელ პინტო აგრძელებს აღდგენით ვარჯიშს, ის დღეს მოედანზე იტვირთებოდა. პირველ გუნდთან ერთად კი ”ბარსელონა ბ”-ს მეკარე, ოიერ ოლაზაბალი ვარჯიშობდა.
ეს ”ლევანტესთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლოსწინა ვარჯიში იყო. ტიტო ვილანოვას შეგირდები ბოლო ვარჯიშს მატჩამდე ხვალ, 11:30 საათზე ”ნოუ კამპზე” ჩაატარებენ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=zVetmJBMsyU]

