მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა ოლივერ კანმა განაცხადა, რომ იუპ ჰაინკესს არ სჭირდება ხოსეპ გვარდიოლას რჩევები კატალონიის “ბარსელონასთან” წარმატებული შედეგის მისაღწევად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. იტყობინება, გერმანული პრესა.
შეგახსენებთ, რომ შემდეგი სეზონიდან პეპ გვარდიოლა “ბაიერნს” ოფიციალურად ჩაიბარებს, იუპ ჰაინკესმა კი უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანელთან კონსულტირებას.
“რასაკვირველია გვარდიოლა “ბარსელონას” ისე იცნობს, როგორცა არავინ. მან იცის მესი, ჩავის, ინიესტას და კამპანიის განსაკუთრებული თვისებურებები. ცხადია, რომ ამჟამინდელი “ბარსელონა” დიდ ნაკვალევს ატარებს პეპის მიერ გაწეული სამსახურისა და მისი რჩევები მართლაც, რომ საინტერესო იქნებოდა. მაგრამ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ იუპ ჰაინკესი თავისი მაღალი კვალიფიკაციის ფონზე შესანიშნავად მოამზადებს გუნდს ამ დაპირისპირებისათვის.” – განაცხადა კანმა.



