მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: ”კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს, თუმცა კლუბში არაფერს მეუბნებიან”

აბიდალი: ”კონტრაქტის გახანგრძლივება მსურს, თუმცა კლუბში არაფერს მეუბნებიან”

”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი საფეხბურთო კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაურკვევლობაში იმყოფება, იტყობინება ესპანური პრესა. ფრანგის განცხადებით მას სურს, რომ კარიერა ”ბარსელონაში” გააგრძელოს.

”თუკი ჯამრთელობა ხელს შემიწყოფს, მაშინ საფეხბურთო კარიერის გახანგრძლივება მსურს. ”ბარსელონაში” თამაში მინდა, თუმცა კონტრაქტი 30 ივნისს მეწურება. რა შემიძლია გავაკეთო, როცა არავინ მირეკავს? მესაუბრეს იმის შესახებ, რომ კლუბის ელჩად სურს ჩემი დანიშვნა, თუმცა ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ” – განაცხადა აბიდალმა.

შეგახსენებთ, რომ ერიკ აბიდალი 1 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ”ბარსელონას” და უკვე 2 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში