”SPORT.ES”-ის ინფორმაციით ”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი შეიძლება კტალონიური კლუბიდან სეზონის დასრულების შემდეგ წავიდეს. ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისს ეწურება. ”ბარსელონა” ფეხბურთელს სამსახურს კლუბის სტრუქტურაში სთავაზობს.
იმ შემთხვევაში, თუკი ერიკ აბიდალი საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას აპირებს, მაშინ დიდი ალბათობით მას კატალონიის დატოვება მოუწევს, რადგან კლუბისგან ახალ კონტრაქტს ვერ მიიღებს.


