”სანტოსის” ლიდერმა, ნეიმარმა გამოთქვა თავისი აზრი ევროპულ ფეხბურთზე და ევროპული ფეხბურთის წარმომადგენლებზე.
”ჩემი მიზანი არ არის გავხდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. უბრალოდ მიხარია, რომ დიდი ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მომეცა. ახლა ამას ”სანტოსში” ვაკეთებ და მინდა, რომ გუნდს ჩემი კარგი თამაშით, გოლებით და სანახაობრივი მომენტებით დავეხმარო. მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ სხვაობას ბრაზილიურ და ევროპულ ფეხბურთს შორის. ორივეგან მატჩში მონაწილეობას იღებს ორი გუნდი, რომელნიც ცდილობენ მეტოქის კარის აღებას. ამ ორ სათამაშო სტილს შორის განსხვავება ისაა, რომ ევროპაში მეტად ფიზიკურ ფეხბურთს თამაშობენ. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფიზიკური ფეხბურთის ღმერთი ამჟამად არის ლიონელ მესი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ვინც კი ოდესმე მინახავს. მისი გადაწყვეტილებები და თამაშის ბედის გადაწყვეტის უნარი… შეგიძლიათ, მესის გულშემატკივარი მიწოდოთ! – განაცხადა ნეიმარმა და დასძინა: ”ესპანეთში ასევე არიან სხვა ბრწყვინალე ფეხბურთელები. მე განსაკუთრებით ავღნიშნავდი ჩავის, ინიესტას და ფაბრეგასს. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ არაამქვეყნიურ ფეხბურთს აჩვენებენ”



