როგორც ესპანურმა პრესამ გაავრცელა, “ბარსელონა” 9 ნომერს ეძებს და სიაში საკმაოდ ძვირიანი და წარმატებული ფეხბურთელები არიან.
უეინ რუნი, ლუის სუარესი, ლევანდოვსკი და მარიო გომესი. ეს ოთხი ფეხბურთელი განიხილება ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ოთხივე ფეხბურთელი საკუთარ გუნდებში დიდ როლს თამაშობენ, არიან წარმატებულები და ძლიერი თავდამსმხელები. ეს გადაწყვეტილება “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა მაშინ მიიღეს, როდესაც კატალონიელებმა პარიზში 2-2 ითამაშეს გუნდში კი მესის გარდა გამტანი ფეხბურთელი ვერ მოიძებნა.
რა თქმა უნდა ტრანსფერიც განხორციელება რთული და ძვირი იქნება. პარალელურად კულეებს ბრაზილიელი ნეიმარის საკუთარ გუნდში ხილვა სურთ, მაგრამ შესაძლებელია მარიო გომესის გადმოყვანა, რომელიც არ ფარავს, რომ ბავშვობიდან “ბარსელონას” გულშემატკვრობს და ოდესმე ამ გუნდში ითამაშებს.