მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” “სხვა” ფეხბურთელები

“ბარსელონას” “სხვა” ფეხბურთელები

მეგობრები ერთმანეთს ხშირად აძლევენ ზედმეტსახელებს. საქართველოში ხშირად გვარიდან ან გარეგნობიდან გამომდინარე ვარქმევთ ერთმანეთს სახელს. რა თქმა უნდა “ბარსელონაშიც” არის მსგავსი წესი. მე კი შევეცდები წარმოგიდგინოთ ყველა ფეხბურთელის ზედმეტსახელი გუნდში. 

ლეო მესი: “ელ მონგოლიკო”, “ლა პულგა”, “მესია”. ეს ორი ზედმეტსახელი მას ბავშვობიდან მოსდევს. “ელ მონგოლიკო” მისი ტანის აღნაგობიდან გამომდინარე, ხოლო “ლა პულგა” ესპანურად რწყილს ნიშნავს. ის პატარა, მოუსვენარი და სწრაფია. ხოლო მესამე “მესია” მას უკვე პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ შეარქვეს. მესია ფეხბურთში.

კარლეს პუიოლი: “ტარზანი”, “კედელი”. ზედმეტსახელი “ტარზანი” მას თმების გამო შეარქვეს, “კედელი” კი მის საიმედოობას ნიშნავს. იდ მყარად დგას დაცვაში, ისევე როგორც კედელი. 

დანიელ ალვეში: “დანი”, “ლოკო”. ზედმეტსახელი დანი მას სახელიდან გამომდინარე შეარქვეს, ლოკო კი ესპანურად გიჟს ნიშნავს. 

დავიდ ვილია: “ელ გუახე” დავიდის განუმეორებელი ზედმეტსახელია იგივე “მკვლელი”.

ხერარდ პიკე: “პიკენბაუერი”, “კიპო”. პიკენბაუერი პიკესა და ბეკენბაუერის შერწყმაა, რამდენიმე სეზონის წინ ხერარდი ნამდვილად შეუდარებლად თამაშიბდა, ზედმეტსახელი კიპო კი ბედნიერს ნიშნავს. 

პედრო: “პედრიტო” მისი ერთადერთი ზედმეტსახელია. როდრიგესის სახელს მეგობრები კნინობით-ალერსობით ფორმაში ხმარობენ.

ფრანცესკ ფაბრეგასი: მისი სახელად ხშირად მოიხსენიებენ “სესკს”, თუმცა მისი ნამდვილი სახელი ფრანცესკია.

ჩავი ერნანდესი: მოკლედ და კონკრეტულად, ჰამფრი ბოგარტი. მიზეზი თავადაც არ ვიცი.

ანდრეს ინიესტა: “ტკბილი ინიესტა”, მისი თამაშის ყურება ნამდვილად სიტკბოებასთან ასოცირდება. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში