კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარკ ბარტრამ ადრიანოსთან ერთად დაცვის ცენტრში თამაშზე ისაუბრა.
“ადრიანო შესანიშანვი ფეხბურთელია. ის არასდროს ჩერდება. მუდამ მოძრაობაშია და მუდამ თამაშშია ჩართული. დაცვის ცენტრი მისთვის უცხო გარემოა, თუმცა თავი ძალიან კარგად გაართვა. მე თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი და ვიცოდი, რომ ის მე მაზღვევდა.”
“ორივენი ფოკუსირებულები ვიყავით მატჩზე და გვსურდა, რომ გოლი არ გაგვეშვა. რა თქმა უნდა იყო სახიფათო მომენტები ჩვენს კართან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გოლი არ გავუშვით. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო.” – დაასრულა ბარტრამ.


