ძვირფასო ”ბარსამანიელებო”!
”რატომ ”ბარსელონა”? – ეს ჩემი პირველი პროექტია, მემგონი ცუდი არ უნდა გამოვიდეს. ახლა კი, რაც შეეხება უშუალოდ პროექტს. ყველა მონაწილე ერთი კითხვის გარშემო იტრიალებს. ეს კითხვა არის ”რატომ და როდის გახდი კულე, რატომ მაინცდამაინც ”ბარსელონა”? ეს ნაწილი ამ პროექტისთვის პირველი იქნება და ვნახოთ, შემდეგში რა გამოვა.
1.ჯერემი რენერი (ჯგუფი – ”მწერალი”): ბავშვობის ასაკიდან კინოინდუსტრია ჩემში დიდ ზეგავლენას ახდენდა ვიდრე ფეხბურთი.. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და მათი ნახვა არასდროს არ მომბეზრდება ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰობია თუმცა ჩემთვის დღესდღეობით N1 ფეხბურთია… ბარსელონა ჩემს ცხოვრებაში ის გუნდი იყო და არის, რომელმაც ჩემში დიდი სიმპათიები ოდიდგანვე გამოიწვია… ძალიან კარგად მახსოვს ბავშვობის ასაკი როცა სულ დიდი ინტერესით ვუყურებდი “ბარსას” თამაშს.. თუმცა ადრეულ ასაკში რასაკვირველია აქტიური ფანი “ვერ” ვიყავი.. :დ ასე თუ ისე მახსოვს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი საკმაოდ პატარა ვიყავი მაგრამ ინტერესი მქონდა ფეხბურთის.. თან ძალიან დიდი :დ ევრო 2004-საც ვადევნებდი თვალყურს.. აიი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატს სრულიად მივადევნე თვალყური.. მახსოვს სამეგობრო წრეში ვიკრიბებოდით და ერთად ვუყურებდით ფინალამდე.. როცა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა ინტერესი კიდევ უფრო გამეზარდა და “ბარსელონას” თამაშებზე თვალყურის დევნა გაცილებით აქტიურად დავიწყე რა თქმა უნდა ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი რონალდინიო იყო.. რომელიც უბრალოდ მაოცებდა.. მაშინ ჯერ რაიკაარდის ეპოქა იდგა.. და საუცხოო წლები წინ იყო.. არასდროს არ დამავიწყდება 2006 წლის ფინალი არსენალთან და ბელეტის უკანასკნელი გასროლა.. ემოციებს ვერ ვიკავებდი :დ შემდეგ გვარდიოლას ერა.. რომელზეც კომენტარი და ბევრი მსჯელობა უბრალოდ ზედმეტია… ამ “ბარსელონამ” უბრალოდ შემასწავლა ფეხბურთი.. რონალდინიოს წასვლის შემდეგ ჩემი კუმირი ლიონელ მესი გახლდა.. ხოლო 2010 წელს ძალიან კლუბში დავიდ ვილიას გადმოსვლა, რომლის თამაშით “ვალენსიაში” ვიყავი აღფრთოვანებული მაშინ “ვალენსია” ჩემში დიდ სიმპათიებს იწვევდა ასე, რომ ასტურიელი ფორვარდი ჩემს თვალს არ გამორჩენია.. განსაკუთრებით მახსოვს ევროპის 2008 წლის ჩემპიონატიც სადაც ძალიან მომხიბლა ესპანეთის ნაკრებმა და ვილია & ტორესის დუეტმა.. არასდროს დამავიწყდება გუარდიოლას ეპოქა.. რომის, უემბლის ფინალები.. საყვარელი გოლები რომელიც დღემდე მახსოვს..
მე უბრალოდ ვამაყობ იმით, რომ კულე ვარ.. ვამაყობ იმით, რომ ვარ არამხოლოდ გულშემატკივარი კლუბის არამედ “მეტი ვიდრე კლუბის” ..
2. thiaGOALcantara (ჯგუფი – ”მწერალი”): ორივე კითხვას ერთი პასუხი აქვს. მამაჩემია “ბარსელონას” გულშემატკივარი და ბავშვობიდან მესმოდა ამ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელების სახელები.გამართულად კითხვა 5 წლის ასაკში ვისწავლე, ამიტომ მამაჩემი ყიდულობდა იყო ესეთი გაზეთი 11 11ზე და მაკითხებდა იმას. თავიდან ძალიან გაუთვიცნობიერებლად ვაკეთებდი ამას. პირველ კლასში, რომ უნდა წავსულიყავი, ჩანთის და ატრიბუტიკის საყიდლად მაღაზიაში შევედით და იქ დავინახე ბრელოკი, ახლაც მოვკრავ ხოლმე თვალს, “ბარსელონას” ფორმა და შორტები. დედაჩემს მისი ყიდვა მოვთხოვე და დედაჩემმა იუარა რათ გინდა შენო, მეც ვუპასუხე მეთქი “ბარსელონას” ფანი ვარ და უნდა მქონდეს თქო. მაშინ მოვინათლე ოფიციალურად “ბარსელონას” ფანად. მართალია 6 წლიდან ვარ “ბარსას” ფანი მაგრამ ბევრი რამ ბუნდოვნად მახსოვს, ამიტომ ვიტყვი, რომ შეგნებული ფანი 7-8 წელია რაც ვარ.
3. Mr. Lukka ♥ (ჯგუფი – ”წევრი”): ბარსელონას 2003 წლიდან ვგულშემატკივრობ , იმ დროდან როცა რონალდინიო პსჟ-დან ბარსელონაში გადავიდა . ის ჩემი კუმირი და უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო , მისი თითოეული მოძრაობა მას ელეგანტურობას სძენდა .. ნელ-ნელა ჩავუღრმავდი ამ კლუბს , გავეცანი ყველა დანარჩენ ფეხბურთელს და მივხვდი , რომ ეს მართლაც მეტი იყო ვიდრე გუნდი . შემდეგ გამოჩნდა ლეო მესი . ბიჭი რომელმაც მოახერხა და გაუჩოს ეპოქაში საკუთარი ადგილის დამკივდრება . დღემდე ბარსელონას “თავგადაკლული” გულშემატკივარი ვარ , მიხარია მათი ნებისმიერი წარმატება , გული მტკივა მათ ნებისმიერ მარცხზე . არაერთი დაუვიწყარი მომენტი ჩამებეჭდა გონებაში . ყველაზე მეტად მაინც დონ ანდრესის გოლი მახსოვს ჩემპონთა ლიგის ნახევარფინალში . ვერ გამოვხატავ რა გრძნობა დამეუფლა მაშინ .
მე ვარ კულე და ვიქნები ბოლომდე , არასდროს შემეპარება ეჭვი ბლაუგრანას სიდიადეში . Visca el Barça !!! …
4. თათია (ჯგუფი – ”წევრი”): მე დაბადებიდან იძულებითი კულე ვარ. ეს იძულებითი კულე როგორ ახლა: მამა , ბიძა , ძმა ყველა ”ბარსელონას” ფანი მყავს .. როცა დავიბადე მემგონი პირველად ”ბარსას” მაისური ჩამაცვეს. აბა არ მეყურებინდა ”ბარსას” თამაშს თუ მაგარი გოგო ვიყავი.. მამას ძმაკაცებთან ერთად ვუყურებდი და ვუყურებდი
იმ დონეზე მიმიყვანეს და იმხელა დროს მათმობინდნენ ამ კლუბისთვის , რომ უკვე ზიზღის დონეზე ვიყავი , მაგრამ აბა მეთქვა ან ყურება არ მინდა არ რამე მაგდაგვარი. მოკლედ ამ იძულებითობაში ჭკუა მომეცა და შემიყვარდა ეს კლუბი. მანამდე ალბათ არ მერქვა კულე ან რა მესმოდა ფეხბურთის , მაგრამ ერთ დღეს 2005 წელი იყო ჩემი დაბადების დღე და ”კულეების არმია” თამაშს ელოდებებოდა როცა ელექტროენერგია გაითიშა. რა თქმა უნდა გული ძალიან დამწყდა , რადგამ მაგ დღეს მინდოდა პირველად ჩემი ნებასურვილით თამაშის ყურება.. რომ არა დენის წასვლა არც მენდომებოდა. სწორედ მაგ დღის შემდეგ მქვია კულე და მამაჩემი ახლა დამცინის ხოლმე. რომ არა ჩემი იძულება ღმერთმა უწყის ახლა შენი მეგობრების გამო რომელი გუნდის ფანი იქნებოდიო ( ამას იმიტომ ამბობს , რომ სამეგობროში არ მყავს არავინ ”ბარსას” ფანი ). ის ფეხბურთი უყურებელი დამრჩა , მაგრამ მომდევნო თამაშს უკვე დიდი ინტერესით და მონდომებით ვუყურებდი .. საოცარი თამაში ჩაატარეს და საოცარი ერთობა და სიყვარული დამანახა მამამ.
ის დღე იყო და ის მას შემდეგ ჩემი თავი ”ბარსას” გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. რა თქმა უნდა, დედაც ჩვენს გამო ამ გუნდს გულშემატკივრობს და კიდევ იმის გამო , რომ მამაჩემმა ქორწინების შემდეგ ”ბარსელონაში” წაიყვანა და თამაშს დაასწრო .. დედა ამ ამბის გამო სულ უკმაყოფილოა მამაჩემი კი იძახის , რომ ბევრი ქალის ოცნება აუხდინა და ეგრეც არის! ერთ კურიოზს გავიხსნებ: როცა გაციებული ვარ , ხოლმე აბა ცხელი ჩაი ლიმნინი , მალინიანი რასაც ვერ ვიტან და როცა არ ვსვამ ხოლმე დედაჩემი სულ ბრაზდება და ახლა ახალ ხერხს მიმართა .. ”ბარსას” ფინჯანში მიკეთებს ხოლმე და მერე გული აღარ მიძლებს , რომ აღარ დავლიო..
ეს კლუბი კი უბრალოდ მეამაყება ! ვერ ავღწერ ისე მიყვარს. ”ბარსა” ჩემთვის ისეთივე განუყრელია , როგორც ოჯახი .. ამდენი წელია ვქომაგობ და ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ამ სპორტის და კლუბის გარეშე !
”ბარსა” ჩემთვის ჩვევაში გადასული სიამოვნებაა. მეამაყება , რომ კულე მქვია და ბედნიერი ვარ იმით , რომ ეს კლუბი არსებობს და კიდევ იმით , რომ მოვესწარი ისეთი ადამიანების თამაშს , რომლებიც დღეს ”ბარსელონას” წარმომადგენლები არიან!
5. DiNiTo_BaRcA_MeSsI (ჯგუფი – ”წევრი”): “კულე” რამდენიმე წლის წინათ ამ სიტყვის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, ყველაფერი 2008 წელს დაიწყო მანამდე ფეხბურთის ყურება ჩემთვის ტანჯვა იყო ,ერთ მშვენიერ დღეს ,მომიწია ჩემს ოჯახთან ერთად ბარსელონას თამაშის ყურება. აი სწორედ აქ გავიგე პირველად საფეხბურთო კლუბი ბარსელონა .თამაშის შემდეგ ძალიან კმაყოფილი დავჩი, ბრასელონამ ბრწყინვალედ ითამაშა ,შემდეგ მე გამიჩდა სურვილი რომ კლავ მეხილა მათი თამაში, რამდენიმე თვის შემდეგ მე მათი ფანი გავხდი ფანი და არა კულე .ჩემი აზრით ბარსელონას ფანსა და კულეს შორის დიდი განსხვავება .
რამდენიმე წლის შემდეგ მე გავხდი კულე. ბარსელონა ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე კლუბი მათი თამაშის ყურება ყველაზე დიდი სიამოვნებას მანიჭებს .შეუძლებელი გადმოგცეთ სიტყვებით რას ნიშნავს ჩემთვის ბარსელონა. ეს თითქოს არამქვეყნიურია!



