workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანტიჩი:” “ბაიერნი” “ბარსელონასთვის” ყველაზე ცუდი ვარიანტია”

ანტიჩი:” “ბაიერნი” “ბარსელონასთვის” ყველაზე ცუდი ვარიანტია”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რადომირ ანტიჩმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ კენჭისყრაზე ისაუბრა. 

” “ბაიერნი” ყველაზე ცუდი მეტოქეა ჩემპიონთა ლიგაზე, განსაკუთრებით “ბარსელონასთვის”. “ბაიერნი” დიდი ხანია ცდილობს მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის თასი, ახლა კი მათ გზიდან ჩამოიშორეს “არსენალი” და “იუვენტუსი”, მათი თვითრწმენა ძალიან მაღალ დონეზეა. მათ კიდევ აქვთ ენერგია 180 წუთის განმავ,ობაში გაუკმლავდნენ “ბარსელონას”. “

“კარლეს პუიოლი არა მარტო გუნდის კაპიტანი და შესანიშნავი მცველია. როდესაც ის მოედანზეა, ფეხბურთელები სხვა გვარად თამაშობენ. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ანგარიშს, ის მაინც ბოლომდე იბრძვის და თანაგუნდელებსაც ამას სთხოვს. პუიოლი გუნდში ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ყველას დაუყვიროს.” – დაასრულა ანტიჩმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward