ბორუსიის ”დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ მიუნხენელების ხელმძღვანელობა გუარდიოლას ”ბარსელონასთან” მატჩამდე დაუკავშირდება.
”თავს დავდებ, რომ ზამერი უკვე ურეკავს გუარდიოლას” – აცხადებს იურგენ კლოპი.
გუარდიოლამ კატალონიაში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 საოცარი სეზონი გაატარა და ეპოქაც შექმნა. მოგახსენებთ, რომ ზაფხულში იგი ”ბაიერნს” ჩაიბარებს.