ლეო მესის მამამ ხორხემ გერმანულ გამოცემა “კიკერს” ინტერვიუ მისცა, ჟურნალისტმა კი უფროს მესის მადრიდის “რეალზე” საკმაოდ ბევრი შკითხვა დაუსვა.
“პატარაობიდანვე ლეოს “ბარსელონა” ხიბლავდა. როდესაც ვწყვიტავდით რომელ კლუბში წავსულიყავით ორი არჩევანი გვქონდა, ან “ბარსელონა” ან იტალიის რომელიმე გუნდი. არასდროს გვიფიქრია მადრიდის “რეალზე”. “ბარელონა” ჩვენ გვერდში დაგვიდგა და მესის ბევრი რამ მისცა. რექსაჩს ამ ამაგში დიდი წვლილი მიუძღვის.”
“მახსოვს ერთხელ გავუბრაზდი, როდესაც მადრიდის “რეალს” გოლი ვერ გაუტანა. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი იყო. გუნდი ფინალში მაინც გავიდა, მან კი ღიმილით მიპასუხა “მინდა მოვიგო ჩემპიონთა ლიგა”. ის ყოველთვის მოტივირებული და კარგ ხასიათზეა. ის ნამდვილად შეყვარებულია ფეხბურთზე.” – დაასრულა ხორხე მესიმ.