7.დავიდ ვილია (ნაწილ მეორე)

7.დავიდ ვილია (ნაწილ მეორე)

სახელი:დავიდ ვილია სანჩესი
დაბადების თარიღი: 3 დეკემბერი 1981 წელი
დაბადების ადგილი: ტუილია, ლანგრეო, ასტურრის სათავადო
სიმაღლე: 175 სმ
წონა: 69 კგ
ეროვნება: ესპანელი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, ჰყავს მეოღლე და ორი ქალიშვილი
ამპლუა: თავმდამსხმელი
კლუბები: “ლანგრეო” (1991–1999) “სპორტინგ–ბ” (1999–2001) “სპორტინგი” ( 2001–2003)
“სარაგოსა” (2003–2005) “ვალენსია” (2005–2010) “ბარსელონა” (2010–…)
საკლუბო დონეზე გატანილი გოლები: 210

სანაკრებო დონეზე გატანილი გოლები: 43[/left]

საფეხური მესამე

“ვალენისა, შენს ბაღებში დარგული ფორთოხლის ხეების სურნელება ვიგრძენი, მომინდა ვალენსიურ მიწაზე ჩემი სიყვარული მეპოვნა”

თუ გადავხედავთ უკანასკნელ ათ წელიწადს, დავინახავთ რომ “ვალენსიამ” საკმაოდ მძიმე გზა გაიარა. უკანასკნელ დეკადაში ხშირი იყო დაცემისა და აღმასვლის პერიოდები,თუმცა უნდა ითქვას რომ დაცემა უფრო მეტი იყო ვიდრე მოგება, მიუხედავად “ღამურები” მაინც ერთ–ერთი ყველაზე ღირსეული და ლარი საფეხბურთო ფილოსოოფიის გუნდია. ალბათ ყველას ახსოვს და კიდევ დიდხანს ემახსოვრებატ ჰექტორ რაულ კუპერისა და მისი შეგირდების მიერ შექმნილი ერა. დიახ ეს ასე იყო მათ საკუთარი ეპოქა შექმნეს. ლოპესი და მენდიეტა დაუღალავი ახალგაზრდები მატ დააჩოქეს კატალონიის “ბარსელონა” და ვან გაალი, ბოლო მოუღეს ერიქსონის ლაციოს, თუმცა “გალაქტიკოსი” მათზე ძლიერი აღმოჩნდა. კუპერი დამარცხდა, მაგრამ ღირსეულად. მეორე წელსაც ისტორია განმეორდა, ოღონდ ამჯერად ოტმარ ჰიცფელდისა და შტეფან ეფემნერგის “ბაიერნი” აღმოჩნდა უფრო ძლიერი. ორივე გუნდმა დამსახურებულად მიაღწია ფინალამდე. მართლაია “ვალენსიელები” იგებდნენ მატჩის დასაწყისში გატანილი 11 მეტრიანით, თუმცა საბოლოოდ ყველფერი დამატებითი დროითა და დრამატული 11 მეტრიანების სეერით დასრულდა. გერმანელებმა თასი აღმართეს, “ღამურები” კი კვლავ თვალცრემლიანები იდგნენ. კუპერის საფეხბურთო ფილოსოფია ძლიერ დაცვასა და მწვავე, სასიკდვილო კონტრშეტევებში მდგომარეობდა, ამ ტაქტიკის წყალობით იგებდა გუნდი თამაშებს, თუმცა კლასიკური ცენტრფორვარდის ნაკლებობას ყოველთვის განიცდიდა. კუპერის წასვლის შემდეგ გუნდში ბენიტესის ერა დაიწყო, “ღამურები” უფრო შემტევ და სანახაოებრივ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ მაინც იგრძნობოდა ცენტრფორვარდის პრობლემა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირებს მხოლოდ 10–12 გოლი გაჰქონდატ. გამონაკლისი მხოლოდ, მისტაა, რომელმაც 19 გოლის გატანა შეძლო. 2004 წელს რაფა ბენიტესი “ლივერპოლში” წავიდა, მისი ადგილი კი კლაუდიო რანიერიმ დაიკავა, მან თავისი თანამემამულეები კორადი და დი ვაიო მოიყვანა, თუმცა არც მათ გაჰქონდათ გოლები. ის სეზონი თამამად შეიძლება ითქვას “ღამურებისთვის” კატასტროფულად დამთავრდა გუნდმა მე–7 ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი და რანიერიც დაემშვიდობა პოსტს.

გუნდში ახალი ერა დაიწყო, ჯერ კიდევ 2005 წლის მაისში ცნობილი იყო რომ გუნდში კიკე სანჩეს ფლორესი მოდიოდა, პერსპექტიული მწვრთნელი, რომელმაც სახელი “ხეტაფეში” მუშაობისას გაითქვა. გუნდი განვითარების ახალ ეტაპზე გადადიოდა, ფლორესის გუნდში მოყვანა ისეთივე სარისკო ნაბიჯი იყო, როგორც ჰოლანდიელი გოლეადორის პატრიკ კლიუვერტის ესპანეთში დაბრუნება. ის გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა, გარდა ამისა გუნდის პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე ტრანსფერს გეგმავდა, მათ შორის ახალგაზრდა ცენტრალური თავმდამსხმელის შეძენას. ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი ვარიანტი განიხილებოდა– დავიდ ვილია. მაშინ ჟურნალისტმა დავიდს კითხვა დაუსვა, რომელიც ახლა ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერს: “არ გეშინიათ რომ კლიუვერტის, მისტასა და დივაიოს ფონზე დაიკარგებით?” დავიდმა მაშინ საკმაოდ სტანდარტული პასუხი გასცა, თუმცა რეალურმა პასუხმა დიდხანს არავის ალოდინა, დაიწყო ახალი სეზონი და დავიდმა მეორე მატჩში თავი გამოიჩინა., ამის მიუხედავად ჩემიონატში ყველფერი ისე არ მიდიოდა, როგორც ვილია გეგმავდა. პირველ ტურში “მესტალიამ” მომავლი ლეგენდა მხოლოდ 5 წუთით იხილა. მეორე ტურში კი “ვალენისამ” პირველივე წუთებში გაიტანა გოლი, თუმცა ტაიმის მიწურულს ანგარიში უკვე 1–2 იყო, ფლორესი ძველ გვარდიას ენდო, მაგრამ მეორე ტაიმის მიწურულს მოედანზე ვილია გამოჩნდა, სულ რამდენიმე წუთში მან მოედნის სიღრმეში თანაგუნდელისგან გადცემა მიიღო თავის სტილში გაუსწორდა მოწინააღმდეგეს. იმ დღეს წაგებას ვილიას გოლმა გადაარჩინა “ვალენისა.” დავიდმა უკვე მერამდენედ თავისი ლეგენდის შექმნა დაიწყო, მხლოდ იმ განსხვავებით რომ ახლა, ახალ კლუბში ასპარეზობდა, როგორც კარიერის დასაწყისში, ახლაც კარგად იცოდა რას ნიშნავდა მწვრთნელისა და გულშემატკივრების ნდობა.

იმ მატჩის შემდეგ ვილიამ 6 თამაშში 7 გოლი გაიტანა. მან დაადუმა “სანტიაგო ბერნაბეუ” პენალტიდან გატანილი გოლით და გამარჯვება მოუტანა გუნდს. “ნოუ კამპზე” კი ორი გოლი გაუტანა “ბარსელონას.” 2005–2006 წლების სეზონში დავიდმა კიდევ ერთხელ გაუტანა გოლი “ბარსელონას”, თუმცა იმ წაგებას ხელი არ შეუშლია “ბლაუნგაურასთვის” მოეგო “ლა ლიგა.” იმ დროის “ბარსელონაში” რონალდინიო, ეტო’ო, დეკუ და ხავი ბრწყინავდნენ. საერთო ჯამში ის სეზონი მაინც “ღამურების” აქტივში შეიძლება ჩაითავლოს, “ელ გუახემ” 25 გოლი გაიტანა, უკან ჩამოიტოვა ლეგენდალური რაული და ფენომენად წოდებული რონალდო, მხოლოდ ეტო’ომ აჯობა მას. ახალგაზრდა მწვრთნელი ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა გუნდს, მაგრამ ხშირი იყო შეცდომებიც, თუმცა ყველა ვარაუდობდა რომ მომავალში მდგომარეობა გამოსწორდებოდა, გულშემატკივრებმა “ლა ლიგის” მოგებაზე დაიწყეს ოცნება. იმ სეზონში ვილიამ წარმოუდგენლად ლამაზი გოლი გაიტანა დეპორტივის კარში, დაახლოებით 45 მეტრიდან, ეს ალბათ დაუვიწყარი მომენტი არის მის კარიერაში.

[media=http://www.youtube.com/watch?v=aseCCJjNfXY]

ასევე იმ სეზონში დავიდმა ჰეთრიკი გაიფორმა “ბილბაოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაიტანა რა 3 გოლი 10 წუთის განმავლობაში. მომავალი სეზონი იმედის მომცემი იყო, თუმცა მანამდე დავიდს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ელოდა.

წარმატებული სეზონის შემდეგ მისი ავტორიტეტი ერთი–ორად დაიზარდა სანაკრებო დონეზე. ლუის არაგონესმა გადაწყვიტა ეთამაშა კატალონიური “ბარსელონას” სტილში და 4–3–3 ტაქტიკურ სქემას იყენებდა. შეტევაში იმ დროისთვის დაღმასვლის გზაზე მყოფი ლეგენდარული რაული, “ელ ნინიო” და “ელ გუახე” იდგნენ. ვილიას მარჯვენა ფლანგზე უწევდა თამაში, თუმცა არაჩვეულებრივი სისწრაფის გამო მას პრობლემები არ შეჰქმნია. მან 3 გოლის გატანა შეძლო, სამივე სტანდარტული მდგომარეობიდან. 1 გოლი ჯარიმიდან და ერთიც პენალტით გაიტანა უკრაინასთან მატჩში, 1 გოლი კი ფრანგეს გაუტანა პენალტიდან, თუმცა ესპანელები მაინც დამარცხდნენ ვეტერანი ზიდანის ბრწყინვალე თამაში გამო. 1/8 ფინალიდან ესპანელები გამოეთიშნენ ასპარეზობას. შემოდგომაზე ირლანდიასთან სენსაციური დამარცხების შემდეგ არაგონესმა თავი დაანება ექსპერიმენტებს რაული ნაკრებიდან დაითხოვა და გუნდი 4–4–2 ტაქტიკურ სქემაზე გადიყვანა, რამაც, როგორც შემდგომში დავინახეთ სავსებით გაამართლა. რაულის წასვლის შემდეგ დავიდ ვილიას 7 ნომრიანი მაისური ერგო.

2006 წლის ზაფხულში გუნდში ძირეული ცვლილელები მოხდა, გუნდიდან წავიდნენ პაბლო აიმარი,მისტა და რუფეტე. სამაგიეროდ გუნდში მოვიდნენ დავიდ სილვა და ფერნანო მორიენტესი, თუმცა ევროპულ სარბიელზე განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია “ვალენისამ” და ჩემიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. გუნდში არეულობა იყო, ყოველივე ამან დიდი გავლენა იქონია კლუბის თამაშზე. საბოლოოდ კლუბის პრეზიდენტმა კიკე ფლორესთან დაპირისპირებული პიროვნებები გუნდიდან გაუშვა.

თავად ვილიასტვის ის სეზონი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, მართლაია მას ჩვეულებრივ გაჰქონდა გოლები, თუმცა კლუბის საქმეები უკან–უკან მიიწევდა.

სამაგიეროდ გუნდმა კარგად დაიწყო გამოსვლა ჩემიოთნა ლიგაზე, დაამარცხა დონეცკის “შახტარი”, “რომა”, ხოლო “ინტერის” კარში გატანილი ჯარიმა ვილიას კარიერაში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი გოლია.

[media=http://www.youtube.com/watch?v=aSzMjakfkAM]

თუმცა ეს აღმოჩნდა” ღამურების” მაქსიმუმი, რადგან ლონდოის “ჩელსიმ” ისინი გამოთისა ჩემიონთა ლიგას. გუნდში ვითარება რთულდებოდა, კიკე სანჩეს ფლოერისს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთა,თითქოს ყველაფერი მის გაშვებაზე მოუთითებდა, თუმცა მას კიდევ ერთი შანსი მისცეს 2007–2008 წლების სეზონში კვლავ გუნდის მწვრთნელად დარჩა…

და გააგდეს მხოლოდ მას შემდეგ რაც გუნდი აშკარა რეგრესს განიცდიდა, “სევილიაში” განადგურების შემმდეგ ფლორესმა პოსტი დატოვა….გუნდში რონალდ კუმანი მოვიდა, ვილიას კი ტრამვები არ აძლევდა თამაშის საშუალებას. საბოლოოდ მან გოლების გატანა მხოლოდ ზამთრიდან დაიწყო. კუმანის მოსვლის შემდეგ გუნდში ვითარება ერთი შეხედვით დაწყნადრა, მაგრამ მხოლოდ, ერთი შეხედვით. იმ სეზონში “ვალენსიაში” კიდევ ერთი ასტურიელი მივიდა ხუან მატა, რომელიც ერთ დროს ვილიას დამწუნებელი გუნდის “ოვიედოს”აღზრდილი გახლდათ. ვილიამ “ნოუ კამპზე” ერთადერთი გოლი გაიტანა და გზა გაუხსნა “ვალენისას” “კოპა დელ რეის” დაუფლებისკენ. 2008 წლის 16 აპრილს ვილიამ კარიერსი მეორედ მოიგო სამეფო თასი. ჩემიონატში ყველაფერი კოშმარს დაემსგავსა “მალიორკასთან” მატჩში “ელ გუახემ” 1 გოლი გაიტანა, საპასუხოდ კი 4 გოლი მიიღო საკუთარ კარში, გუნდს 2 ქულა აშორებდა გასავარდნ ზონასთან. ამის შემდეგ კვლავ დაიწყო გუნდში ცვლილელები, თითქოს იმედიც განჩნდა, რადგან კლუბსი მოვიდნენ ახალგაზრდა ხუან მატა და დავიდ სილვა, ორვე მათგანზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ხოლო ვილიას 2008 წლის ცხელი ზაფხულის გადატანა მოუხდა, რათა კლუბში დარჩენილიყო.

2007–2008 წლების სეზონში ვილიამ განაცხადა რომ მზად იყო განეხილა სატრანსფერო შემოთავაზებები. “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი”– ეს იმ გრანდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ცდილობდნენ ვილიას შეძენას. განსაკუთრებით აქტიურობდა რამონ კალდერონი, რომელიც გატაცებული იყო მადრიდის “რეალის” ესპანიზაციით, თუმცა ვილიამ “ღამურებს” არ უღალატა. გააფორმა ახალი კონტრაქტი გუნდში 2014 წლამდე დარჩენის პირობით. 2008 წლის ევროპის ჩემიონატზე კი ვილიამ გაიბრწყინა გახდა რა საუკეთესო ბომბარდიდი და დაეუფლა ევროპის ჩეპიონატის თასს.

საკლუბო დონეზე ვილიამ ისევ ვერეფრს მიაღწია, რადგან “ვალენისა” ყველაზე ნაკლებად ჰგავდა კლუბს, რომელსაც უნდოდა მოგება, ყველა ალაპარაკდა ვილიას წასვლაზე.

სამაგიეროდ დიდ წარმატებებს მიაღწია “ელ გუახემ” სანაკრებო დონეზე გაიტანა 12 გოლი და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა შორის. იტალიისა და ინგლისის კარსი გატანილი გოლები კი მხოლოდ ქებია ღირსია და დამსახურებულად შედის ვილიას “ოქროს ფონდში”

[media=http://www.youtube.com/watch?v=4r7AbdU0y7Q]

2008–2009 წლების სეზონში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე რომ ვილია გუნდში დარჩებოდა.

მადრიდის “რეალი” აქტიურობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან საქმეში “ბარსელონა” ჩაერთო, თუმცა კრიზისში მყოფი გუნდის პრეზიდენტს ეცოტავა კატალონილების მიერ შეთავაზებული 45 მილიონი და ტრანსფერი ჩაიშალა ჩიკი ბეგირისტიანმა და ჟოან ლაპორტამ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან გააფორმეს კონტრაქტი, ვილია კი ისევ ჩასაძირად განწირულ გემში დარჩა.

“ვალენისა” ვილიას დარჩენამ გადაარჩინა, თავად ფეხბურთელმა კი ვერფერ განსაკუთრებულს ვერ მიაღწია, როგოც საკლუბო, ასევე ინდვივიდუალურ დონეზე. სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, თუმცა სეზონის შუაში მიღებულმა ტრავმამ და “ღამურების” ჩაგდებულმა სეზონმა დაამსხვრია მისი ოცნება “პიჩიჩის” მოგებაზე. ევროპულ სარბიელზეც “ვალენისამ” ვერეფრს მიაღწია, გამორჩეულად შეიძლება ჩაითვალოს მატჩი “ვერდერთან”, რომელშიც “ვალენისა” 4–ჯერ იგებდა, თუმცა საბოლოოდ ფრეს დასჯრედა. ვილიამ ამ მატჩში ჰეთრიკი შეასრულა. ეს წელი შეიძლება ვილიას აქტივში ჩაითვალოს, მაგრამ ტიტულები მაინც არ ყოფილა.

საფეხური მეოთხე

“ჩვენს სიმღერებზე ლეგნდებს მოჰყვებიან, რომლებიც მათ ტრიუფარორებად აქცევენ”

მიუხედავად კონფედრაციის თსაზე დამარცხებისა ვილიას კარიერაში მაინც წინგადაგმული ნაბიჯი იყო, რადგან 36–ე გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით და “ელ ნინიოს” არასტაბილური თამაშის გამო მისი ავტორიტეტი უფრო გამყარდა. “ელ გუახე”–ს მხოლოდ ლეგენდალური რაული უსწორებდა, რომელმაც 44 გოლის გატანა შეძლო.

“ვალენიაში” ისევ არსეულობა იყო, ამას თან დაერთო ფინანსური კრიზისი, რამაც გუნდს აიძულა დავიდის ტრანსფერზე დაყენება. კატალონიურ კლბუში ამ დროს არჩევნები მიდიოდა, ჟოან ლაპორტა უკანასკნელ დღეებს ითვლიდა გუნდის პრეზიდენტის პოსტზე. მან წარმოუდგენელი შესძლო, შექმნა ერთი კონკრეტული ადამიანის ჟოან ლაპორტას ეპოქა, “ბარსელონას” ისტორიაში უდავოდ ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული პრეზიდენტი, მან გააკეთა ის რაც მანამდე არცერთ პრეზიდენტს არ გამოსვლია. ღრმა კრიზისში მყოფი “ბარსელონა” დიდების მწვერვალზე აიყვანა, თანაც ისე რომ მაქსიმალურად გამოიყენა გუნდის შიდა რესურსი, შედეგად მივიღეთ გუნდი, რომელშიც უმრავლესობა “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ეს არცრტ პრეზიდენტს არ გამოსვლია. მან გუნდსი მოიყვანა ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არიან ფრენკ რაიკაარდი პეპ გუარდიოლა. ორივე მწვრთნელმა ფასდაუდებელი წვლილი მიძღვის გუნდის წარმატებაში. რა გასაკვრია რომ ლაპორტას ღირსეულად სურდა წასვლა, მან აისრულა დიდი ხნი ნატვრა და იყიდა დავიდ ვილია,. ეს წლის ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია, ეს გახლდა ჟიალ ლაპორტას, რპგპრც “ბარსელონას” ლეგენდალური პრეზიდენტის უკანასკნელი დიადი საქმე. მან დატოვა კლუბი, რომელმაც მიაღწია ყველაფერს და წავიდა მაშინ, როდესაც იმყოფებოდა თავისი სიდიადის მწვერვალზე.

ამ ტრანსფერით ორივე კლუბი და რაც მთავარია თავად ფეხბურთელიც კმაყოფილნი დარჩნენ, “ვალენსიამ” მიიღო დიდი თანხა, ხოლო “ბლაუნგაურამ” უნივერსალური თავდამსხმელი. ნებისმერ გუნდს შიშის ზარს დასცემს დავიდ ვილია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც თუ რა დონის თანაგუნდელები ჰყავს მას. “ბარესელონაში” ვილია კონკრეტული მისიით მოვიდა, მოიგოს ტიტულები. ყველა სხვა კლუბში ასპარეზობისას დავიდს გაჰქონდა გოლები, შეეძლო ნებისმეირ დროს შემოებრუნებია მატჩის მსვლელობა, მაგრამ მას არასდროს მოუგია რაიმე მნიშვნელოვანი ტურნირი, სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ რომ დავიდი ბევრს მიაღწევს კატალონიურ გრანდთან ერთად….ამაზე მეტყველებს “ელ გუახეს” მთელი საფეხბურთო კარიერა, რომელიც სავსეა აღმასვლებითა და დაცემით, სიხარულითა და ტანჯვით. ვინ იცის რომ არა მამის მტკიცე ხასიათი მოირგებდა კი დავიდ ვილია “ბარსელონას” მაისურს, ან რომ არა გაბედული ექიმი იქნებ დღეს დავიდ ვილიას 2010 წლის მსოფლიო ჩემიონატისთვის ტელევიზორის წინ მჯდომს, ჯოხით ხელში ედევნებინა თვალი, მაგრამ მშობლების მტკიცე ხასიათმა და ვილიას დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და დღეს ის თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, ვილია მაგალითია ყველა იმ დამწყები ფეხბურთელისათვის, რომელსაც ცხოვრებაში სიძნელე შეხვდა…..

ალბათ, ამიტომაც იქცა ტანორჩილი ბიჭი ასტურიულ ლეგენდად. მას ხომ ისე აღმერთებენ მშობლიურ მხარეში რომ პატარა ბარიც გაუხსნეს….ერთ დღეს მელო ვილიასთან მივიდა კაცი, რომელმაც შესთავაზა პატარა ბარის გახსნა, რომელიც დავიდის სახელობის იქნებოდა, მამამ რჩევა შვილს ჰკითხა და მისგან დადებითი პასუხი მიიღო. ასე გაიხსნა ტუილიაში დავიდ ვილიას სახელობის ბარი ან თუ გნებავთ ვილიას გულშენატკივრების შტაბ–ბინა, თავად ვილია ხშირად ჩადის ხოლმე მშობლიურ სოფელში და მნიშვნეოლოვან მატჩებში ნაცვამ მაისრუს ჩუქნია ბარს, ახლა ტუილია მოსახლეობა სულ მოუთქმელად ელოდება, როდის დაამშვენებს მათი ბარის კედლებს “ბარსელონას” შვიდნომრიანი მაისური. რამდენად მალე დაიკიდება ახალი მაისური პატარა ბარში ამას დრო გვიჩვენებს,თუმცა თავად ვილიას დიდხანს ლოდინი არ უყვარს…

დასასრული

წყარო: barcamania.com

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი