კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ტონი ფრეიშა თვლის, რომ უკანასკნელ მატჩებში მატჩის არბიტრი სათანადოდ არ მოქმედებს მისი გუნდის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” პროტესტის სახით საჩივარი გადასცა უეფას “პსჟ”-ს წინააღმდეგ ვოლფგანგ შტარკის ბრიგადის არასწორი ქმედებების საფუძველზე. ამ მატჩში არბიტრმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი ჩაუთვალა, ასევე არ შეაჩერა თამაშის მსვლელობა იმ მომენტშიც, როდესაც გაზონზე “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი ტრავმის გამო იწვა.
“ახლა ყველა ხედავს, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვიმართლებს უკანასკნელ მატჩებში მსაჯების ქმედებებით. რასაკვირველია, ყველა უშვებს შეცდომებს მაგრამ ჩვენ გაკვირვებულნი დავრჩით იმ ფაქტით, რომ არბიტრმა წესები არ იცის.” – განაცხადა ფრეიშამ.