workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”: 40 მილიონი კომპანისთვის

“ბარსელონა”: 40 მილიონი კომპანისთვის

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ტრანსფერებზე. ამჟამად კატალონიელი სკაუტები აკვირდებიან “მანჩესტერ სიტის” ცენტრალურ მცველს ვინსენტ კომპანის და დირექტორატი მზადაა მასში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

ამ ტრანსფერს ერთი ფაქტორი აფერხებს. 26 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა წინა წელს 6 წლიან კონტრაქტ მოაწერა ხელი და ის “ქალაქელებში” 2018 წლამდე დარჩება. ამასთან “მანჩესტერ სიტის” მფლობელი არაბები “ბარსელონას” მწირი სატრანსფერო ბიუჯეტით ნამდვილად ვერ გააკვირვებენ, ამიტომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას მოუწევს მოძებნოს სხვა გზა ტრანსფერის გასაჩარხათ. 

შეიძლება შედგეს ბარტერი, რომელშიც ფორვარდი ალექსის სანჩესი და მცველი მარკ ბარტრა ჩაერთვებიან. არცერთი ფეხბურთელი არ ბრწყინავს ესპანეთში და არ ეძლევა საკმარისი დრო სათამაშოდ. მოლაპარაკებები სავარაუდოდ მალე დაიწყება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward