“სუანსეა სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მიქაელ ლაუდრუპმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
“თუ ვინმე მკითხავს ვინაა საუკეთესო ფეხბურთელი დღეს, მე დაუფიქრებლად ვიტყვი: ლეო მესი. იმას რასაც ის მოედანზე აკეთებს უნიკალურია. მის მსგავსად მხოლოდ მარადონა თამაშობდა. ის ყველა გუნდთნ ერთნაირად თამაშობს, არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი აქვს მატჩს. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას.”
“მას აქვს შანსი გახდეს მსოფლიოში საუკეთესო, გახდეს საფეხბურთო ლეგენდა. მას აქვს მონაცემი იმისა, რომ მიაღწიოს ისეთ წარმატებას, რომელიც ყველასთვის მიუწვდომელი იყო. მისი რეკორდების რაოდენობა უზარმაზარია.” – დაასრულა ლაუდრუპმა.



