”მალიორკასთან” უხვგოლიანი შეხვედრის შემდეგ გუნდმა ”პსჟ”-სთან გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო. როგორც წესი ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ ძირითადში იყვნენ დღეს აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ. დანარჩენები კი სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ, მათ შორის ადრიანო და პედრო. ამ ფეხბურთელებს ჯერ თამაშის უფლება არ აქვთ, თუმცა ისინი უკვე 3 დღეა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობენ.
პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდნენ ოიერი, მასიპი და დეულოფეუ. ტრავმირებული მოთამაშეები კი საკუთარი პრორამით ვარჯიშს აგრძელებენ. მესიმ გაიარა ფიზიოთერაპიის და აღდგენის კურსი და ფიზიკურ სავარჯიშოებს მოედანზე ასრულებდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=9usCbC2ZaCI]
