“ბარსელონა ბ-მ” გუშინ საკმაოდ რთული მატჩი ჩაატარა ერთ-ერთი ლიდერის ჯერარდ დეულოფეუს გარეშე, რომელიც პირველ გუნდში იყო გამოძახებული.
“ბარსელონამ” პირველი ათი წუთი შესანიშნავად ითამაშა და ბურთის ფლობა კატალონიელებს 86% ჰქონდათ. მეთოთხმეტე წუთზე დონგუ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და ტექნიკურადაც დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.
მთელი მატჩის განმავლობაში “ბარსელონა” შესანიშნავად ფლობდა ბურთს, უტევდა ხშირად და მოწინააღმდეგეზე წეზოლას ახდენდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ვერცერთხელ ვერ მოახერხეს გოლის გატანა. იმდენად დაძაბული თამაში იყო, გულშემატკივრები სულგანაბულები უყურებდნენ მატჩს.
33-ე წუთზე “მირანდესს” გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მუჟიკას დარტყმული ჯერ მასიპმა მოიგერია, შემდეგ კი სერხი გომესმა გამოიტანა კარის ხაზიდა. 36-ე წუთზე კიკო ფემენია უხეშობის მსხვერპლი გახდა და 39-ე წუთზე ეუსებიომ კიკო ჟოან რამონით შეცვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისიდან 3 წუთი არ იყო გასული და ლუის ალბერტომ ნამდვილი გოლასო გაიტანა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=DcBoUWvTIUY]
61-ე წუთზე კუთხური დაინიშნა “ბარსელონას” ნახევარზე. “მირანდესის” ფეხბურთელები თავდაპირველად ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, თუმცა მუჟიკა მალევე მოვიდა გონს და ძლიერად დაარტყა კარის მიმართულებით, ანგარიში გათაანბრდა, 1-1.
[media=http://www.youtube.com/watch?v=nyJG08jfvIo]
მატჩში არაფერი შცვლილა და ალბათ სამართლიანი ანგარიშითაც დასრულდა. “ბარსელონა ბ-ს” ამჟმად 47 ქულა აქვს სა სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.


